From : Natalia Chubinidze <nchubinidze2705@gmail.com>
To : kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : Project Manager/პროექტის მენეჯერი
Received On : 13.05.2020 18:47
Attachments :

მოგესალმებით, 

გთხოვთ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა  მსოფლიო ბანკისა  (WB)  და აზიის ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. 

იმის გათვალისწინებით, რომ მაქვს სამოქალაქო სექტორში მუშაობის დროს პროექტების მართვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება, ასევე მაქვს განათლება სწორედ მართვისა და მენეჯმენტის მიმართულებით, დარწმუნებული ვარ შევძლებ ეფექტიანად გავუძღვე  პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების განხორციელებას.

გამოვიყენებ მთელს ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, რათა წვლილი შევიტანო იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ქვია  COVID-19 (SARS-CoV-2)  პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება, რაც ასე  წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. მინდა ჩემი მადლიერება დავაფიქსირო ყველა ჩართული მხარის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სისტემის მიმართ, რამაც მოგვცა მნიშვნელოვანი შედეგი და საერთაშორისო აღიარება. 

თანადართულ ფაილებად იხილეთ ჩემი CV ინგლისურ და ქართულ ენაზე, ასევე რამდენიმე დოკუმენტი რომელიც ჩავთვალე მნიშვნელოვნად. 

მადლობა  წინასწარ
პატივისცემით, 
ნატალია ჩუბინიძე