| From : | |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | turizmi |
| Received On : | 23.04.2020 14:27 |
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს
ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს
ქალბატონო მარიამ,
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) (შემდგომ – კორონავირუსი) ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის, რეაგირებისა და მზადყოფნის მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ფუნქციონირებს საკარანტინო სივრცეები, სადაც ხდება იზოლაციას დაქვემდებარებული პირების 14 დღით განთავსება და მათი მონიტორინგი. აღნიშნულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალი კორონავირუსის დაბალი გავრცელების მიმართულებით.
ინფექციის გავრცელების კონტროლის მიზნით, გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოთ არსებული საკარანტინე სივრცეების სრულად შენარჩუნება და მზადყოფნა, ანდა საჭიროების შესაბამისად მათი 24/48 საათში მომზადება იზოლაციაში განსათავსებელი პირების მისაღებად.
პატივისცემით,