From :
To : Nona Gigaia <ngigaia@moh.gov.ge>
Subject : abastumani
Received On : 16.01.2019 12:57

სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსკორესპონდენციები (N6/987, 09.01.19 და N6/1149, 09.01.19), რომლებიც შეეხება დაბა აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა N40-ში და მის მიმდებარედ არსებული (/ 61.11.21.016, 61.11.21.756, 61.11.21.020) უძრავი ქონებების (/ 61.11.21.016, / 61.11.21.020) შპსაბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 222717246) კაპიტალიდან ამორიცხვის და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას შემდგომი განკარგვის მიზნით.

როგორც მოგეხსენებათ, შპსაბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოდღეის მდგომარეობით, წარმოადგენს „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილებით დამტკიცებულიტუბერკულოზის მართვისსახელმწიფო პროგრამისამბულატორიული მომსახურებისადასტაციონარული მომსახურებისკომპონენტების მიმწოდებელს.

ამასთან, სასუნთქი სისტემის დაავადებები პირველ ადგილს იკავებს ქვეყანაში ავადობის სტრუქტურაში. თუმცა, წლების მანძილზე ახალი შემთხვევების მატების ფონზე, 2016 წლიდან აღინიშნება მათი კლების დინამიკა. 2017 წლიდან საქართველო აღარ შედის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი პრევალენტობის მქონე 30 ქვეყნის ჩამონათვალში. მიღწევების შენარჩუნებისთვის და სასუნთქი სისტემის დაავადებების პრევენციისა და ეფექტური მართვისთვის უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს შპსაბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოსმიერ განხორციელებული სერვისები.

დარგის პრიორიტეტულობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენს კორესპონდენციაში მითითებული აქტივობების განხორციელების შემთხვევაში არ შეფერხდეს და ხელი არ შეეშალოს ბენეფიციარებისთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო სერვისების უწყვეტად მიწოდების პროცესს.

 

 

პატივისცემით,

 

 

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Internally displaced Persons

from  Occupied Territories,

Labor, Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984