From : kgoginashvili@moh.gov.ge
To : giorgi@mirotadze.ge
Subject : Re: Updated CV for Financial Management Consultant's position
Received On : 09.05.2020 05:01

გიორგი მოგესალმები, მადლობა, რომ დაინტერესდი... დიდი და საინტერესო გამოცდილებას იმედია COVID-იც დაემატება... პატივისცემით, ქეთი On 5/9/20, 02:31, "giorgi@mirotadze.ge" wrote: ქეთი გამარჯობა, როგორც მივხვდი, ელ. ფოსტის მისამართი kgoginashvili@moh.gov.ge მხოლოდ შენ შეიძლება გეკუთვნოდეს :) ალბათ გახსოვარ OPM-დან, მე სწორედ ის გიორგი ვარ. ცოტახნის წინ CV გამოვაგზავნე ვაკანსიაზე და რაღაცა მქონდა გამორჩენილი და ჩავამატე. გთხოვ ამ ვერსიით ისარგებლოთ განხილვისას. უკვე ერთი წელია წამოვედი ბანკიდან და გადავერთე საკონსულტაციო პროექტებზე, თანაც პარალელურად ვხელმძღვანელობ ჩემს მიერვე თანადაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიას და სწორედ კოვიდის გამო რამდენიმე მსხვილი პროექტი მაქვს გაჩერებული. აქედან გამომდინარე, ძალიან დაინტერესებული ვარ ჯანდაცვის სამინისტროს პროექტში მონაწილეობით, რაშიც მაქვს გამოცდილებაც და პროფესიული ინტერესიც. აგრეთვე მაინტერესებდა რა ხანგრძლივობისაა COVID-19 Response-ის პროგრამა და ითვალისწინებს თუ არა კონსულტანტის სრულ შტატზე დატვირთვას? თუ ამ პოზიციაზე ამიყვანეს და თუ სრული დატვირთვაა გათვალისწინებული, მე შევძლებ ყველა ჩემი შეჩერებული პროექტი კოლეგებს გადავაბარო. ცხადია სანამ კონკურსის შედეგები არ იქნება ცნობილი, ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მინდოდა თავიდანვე განმემარტა რომ ეს საკითხი არ შექმნის დაბრკოლებას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. საუკეთესო სურვილებით, გიორგი