From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=F1D7F6D1D9384748B751E919E3623665-KETEVAN
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: ინფორმაცია ანგარიშისთვის
Received On : 22.05.2020 14:34



Sent from my iPhone

On May 19, 2020, at 22:46, Ketevan Goginashvili wrote:



ქვეყნის მთავრობის მიერ გატარებულ მკაცრ შემაკავებელ ღონისძიებებს შედეგად მოჰყვა კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების დაბალი მაჩვენებლები, მაშინ როდესაც აპრილის დასაწყისში არსებული შეზღუდევების შენარჩუნება ან შემსუბუქება, საერთაშორისო ფონდი კურაციოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ექსპერტთა პროგნოზით, გამოიწვევდა პროცესის ნეგატიური სცენარით განვითარებას და ერთი თვის თავზე, 9 მაისისთვის დაავადებულთა რაოდენობა 4000-5000-ს გაადაჭარბებდა. 

 

აღნიშნული დასკვნის  საფუძველს იძლევა სამი სხვადასხვა მეთოდით გაკეთებული პროგნოზული გათვლები, სადაც სოციალური დისტანცირებისა და შემაკავებელი ღონისძიებების გარეშე: 1) პენსილვანიის COVID-19 Hospital Impact Model for Epidemics-ის მეთოდით ეპიდემიის პიკი დადგებოდა პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 12-13 კვირაში დაახლოებით 5950 შემთხვევით; 2) ბაზელის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მათემატიკური მოდელირების ტენდენციის სცენარით 13-14 კვირას 5100 შემთხვევით, ხოლო 3) გრიპების პანდემიისთვის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის FluSurge2.0 მეთოდოლოგიით,  პანდემიის პიკი დადგებოდა მე-5-7 კვირას 2381 შემთხვევით (http://curatiofoundation.org/wp-content/uploads/2020/03/COVID-19_Georgia-Rapid-Response-Product_27-03-2020_ENG.pdf). მოდელირებამ ასევე აჩვენა, რომ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვების 20%-იან გამკაცრებას მოწყვებოდა პიკის 17-ე კვირაზე გადანაცვლება და შემთხვევების რაოდენობის 2656-მდე შემცირება, ხოლო 30%-იან გამკაცრებისას კი ეპიდემია მოსალოდნელი იყო 22-ე კვირას 1418 შემთხვევით.

სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეპიდემიის შესაჩერებლად ყველაზე აპრობირებულ და ეფექტიან ღონისძიებებს წარმოადგენს კონტაქტების დეტექცია და იზოლაცია  (Hellewell et al., 2020, Anderson et al., 2020; Shim, Tariq, Choi, Lee, & Chowell, 2020); კარანტინისა და თვითიზოლაციის მონიტოინგის გაუმჯობესება (Hellewell et al., 2020; Saiidi, 2020); შემთხვევების შემცირება  მკაცრი სოციალური დისტანციებით ((Quilty, Clifford, Cmmid nCoV Working Group, Flasche, & Eggo, 2020; Barron, 2020; Wong et al., 2020; Wang et al., 2020; Cowling & Lim, 2020; WHO, 2020c).

სწორედ აღნიშნული მტკიცებულებები და პროგნოზები დაედო საფუძვლად ქვეყნის კოვიდის სემთხვევბთან ბრძოლის პოლიტიკას, რამაც მოიტანა ვირუსის უპრეცენდენტოდ დაბალი გავრცელება და ნაკლები ადამიანური დანაკარგები.

 

 

From: Ana Kvernadze
Date: Tuesday, May 19, 2020 at 21:44
To: Ketevan Goginashvili
Subject: RE:
ინფორმაცია ანგარიშისთვის

 

საქართველოში ინტენსიური საწოლების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე - 47.0. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში შესაბამისი მომზადების მიზნით, ქვეყანამ შეისყიდა დამატებით 110 სუნთქვის აპარატი.

 

  1. 47.0  -  ხო სწორია?  
  2. რამდენი სასუნთქი აპარატი გვქონდა სანამ შევისყიდიდით?

 

მოდელირება

 

მოდელირება 

ამჟამად გამოიყენება ბაზელის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მათემატიკური მოდელირების ტენდენციის სცენარით. მომზადდა სამი შესაძლო სცენარი: დღესასწაულების გათვალისწინებით შემაკავებელი ღონისძიებების შემსუბუქება, შენარჩუნება და გამკაცრება. ზომების შემსუბუქების შემთხვევაში, 9 მაისისთვის კოვიდ დადებითი აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5000-ს გადააჭარბებდა. თუ ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება შემაკავებელი ღონისძიებების შენარჩუნება, 9.05.2020 შემთხვევები იქნებოდა დაახლოებით 2600, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნებოდა ამ კვირეების მანძილზე ზომების გამკაცრება, შედეგად შეფასებითი მაჩვენებელი იქნებოდა დაახლოებით 8-ჯერ ნაკლები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მიჩნეულია, რომ COVID-19-ის რეპროდუქციის მაჩვენებელი გლობალურად 2-ზე ბევრად მეტია (International Journal of Infectious Diseases: https://www.ijidonline.com/article/S1201-9712(20)30182-X/fulltext), თუმცა, საქართველოში კორონავირუსის რეპროდუქციის ინდექსი 1-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში).

 

 

  1. ჩვენ გვინდა ნეგატიური სურათი რომ იყო იმის კარგად ახსნა -  აი ამ კვლევის მიხედვით http://curatiofoundation.org/wp-content/uploads/2020/03/COVID-19_Georgia-Rapid-Response-Product_27-03-2020_ENG.pdf.

ამ სცენარზე ავაგეთ ეს მკაცრეი შეზრუდვები და უფრო კარგად უნდა ავხსნათ, დღეს რას ვიყენებთ ეგ ნაკლებად საინტერესოა, ანუ ლოგიკის ახსნითვის გვჭირდება ცუდი სცენარი.

 

From: Ketevan Goginashvili [mailto:kgoginashvili@moh.gov.ge]
Sent: სამშაბათი, მაისი 19, 2020 წელი 5:19 PM
To: Ana Kvernadze
Subject: RE: ინფორმაცია ანგარიშისთვის

 

 

 

 

From: Ana Kvernadze [mailto:akvernadze@gov.ge]
Sent: 18 May, 2020 16:27
To: Ketevan Goginashvili
Subject: FW:
ინფორმაცია ანგარიშისთვის

 

 

 

From: Ana Kvernadze
Sent: ორშაბათი, მაისი 18, 2020 წელი 3:53 PM
To: 'eadamia@moh.gov.ge' <eadamia@moh.gov.ge>
Subject: ინფორმაცია ანგარიშისთვის