From : kgoginashvili@moh.gov.ge
To : Nona Gigaia <ngigaia@moh.gov.ge>
Subject : Re: ახალი წერილი
Received On : 07.02.2019 10:42

 

ნონა

 

ეს ახალი განცხადებით გააგზავნე:

 

ანალიტიკისადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების

დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ სოფიკო ბელქანიას

 

ქალბატონო სოფიკო,

 

თქვენი მიმდინარე წლის 6 თებერვლის N01-1132 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 21  მარტს . ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის დაგეგმილ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციების დროს განსახილველი საკითხები ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია.

 

პატივისცემით,

 

 

From: Nona Gigaia
Date: Thursday, February 7, 2019 at 8:54 AM
To: Ketevan Goginashvili
Subject:
ახალი წერილი

 

ქეთი გამარჯობა.

 

როგორ ხარ?

 

გიგზავნი სოფიკო ბელქანიას  წერილებს ორ თემაზე:

 

  1. წერილი N01-1132, 06.02.19- საქართველო-შვეიცარიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (ამ წერილზე პირველი შემსრულებელი ხარ).
  2. წერილი N01/1967, 06.02.19-საქართველოსა და ავსტრიის რესპულიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ამ წერილზე მეორე შემსრულებელი ხარ, პირველია ნათია ნოღაიდელი; წერილს მიწერილი აქვს: ფრიად სასწრაფოდ, ამიტომ გიგზავნი).

 

პატივისცემით,

 

P.S. აბა შენ იცი ბევრი „იმუშავე“ და ცოტა გაერთე.