| From : | kgoginashvili@moh.gov.ge |
| To : | Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ანგარიშის მოსამზადებლად |
| Received On : | 13.06.2020 07:20 |
ხვიჩა დიდი მადლობა... იქნებ ეგ მოხ ბარათი გადმომიგზავნო გთხოვ...
From: "khgetia@gmail.com"
Date: Saturday, June 13, 2020 at 10:18
To: Ketevan Goginashvili
Subject: Fwd:
ქეთი,
გიგზავნი ჰეპატიტის პროგრამის კასკადს
ცენტრის მიერ ადმინისტრირებად სახელმწიფო პროგრამებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ეკასთან ერთად მოვამზადეთ განმარტებითი ბარათი დეკემბრის ბოლოს და იქიდან შეგიძლია ამოიღო ამონარიდები:
სისხლის პროგრამით - NAT ცენტრალიზებული კვლევის დანერგვა ლუგარის ბაზაზე, ევროკავშირთან დატყუპების პროგრამა, ხარისხის კონტროლის დამატებითი ელემენტების დანერგვა
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი - კიბოს სკრინინგის ფორმატის ცვლილება, ლაბორატორიული კვლევების დასტანდარტება და ცენტრალიზაცია, ვაუჩერულ პრინციპებზე გადაყვანა და მიმწოდებელთა რიცხვის გაზრდა მომსახურების მაქსიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მომსახურების ტარიფების გადახედვა/მატება, ორგანიზებული სკრინინგის დანერგვა, ზუგდიდში ახალი სკრინინგ ცენტრის გახსნა ჩეხეთის მთავრობის დახმარებით
იმუნიზაცია - პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის დანერგვა 10-11-12 წლის ასაკის გოგონებში, დიფტერია-ტეტანუსის, დიფტერია-ტეტანუსი/ყივანახველას და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინის 18 თვის და 5 წლის ასაკში ჩანაცვლება კომბინირებული 4 კომპონენტიანი ვაქცინით, ცივი ჯაჭვის განახლება, საინფორმაციო კამპანიის სახელმწიფო პროგრამაში გადმობარება, ახალი ელექტრონული სისტემის გამართვა და სრულად ელექტრონულ ანგარიშგებაზე გადასვლა« რომლითაც ინდივიდის დონეზე არის აცრებით მოცვის სტატუსი მიკვლევადი, იმუნიზაციის აპლიკაციის განახლება, წითელას არაგეგმიური აცრების ჩატარება და ეპიდაფეთქების შეკავება, გრიპის ვაქცინის შესყიდვის მოცულობების გაზრდა, 2018 წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტი და შეადგინა 100 ათასი დოზა, მიმდინარე წელს უკვე შესყიდულია 135 ათასი დოზა და დამატებით ხდება 100 ათასი დოზის შესყიდვა. 2019-20 წლებში შესყიდული იქნა 4 კომპონენტიანი ვაქცინა. ტეტანუსის და ბ ჰეპატიტის ვაქცინის მიმღებთა წრის გაფართოება.
ტუბერკულოზის და აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამებში გლობალის ვალდებულებების გადმობარება
ეპიდზედამხედველობის პროგრამით ბ და ც ჰეპატიტების ზედამხედველობის სისტემის გამართვა საყრდენ ბაზებზე დაყრდნობით
ც ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში - ინტეგრირებული სკრინინგის გაფართოება და დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ანტისხეულდადებით პირებზე მიდევნების პილოტირება რამდენიმე რეგიონში, მათი შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვისა და კონფირმაციით დადებითი პირების მკურნალობაში ჩართვის მიზნით.
პატივისცემით
ხვიჩა