From :
To : George Shakarishvili <gshak@iogh.org>
Subject : RE: Research on equity in healthcare financing
Received On : 27.01.2020 09:15

ბატონო გიორგი,

 

დიდი ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. გადავხედე მეთოდოლოგიას. საინტერესოა და ინფორმაციის მოძიებაც მგონო არ გაგვიჭირდება. კვირის ბოლოს ყველა ნიუანსს გადავამოწმებ და მოგწერთ.

 

პატივისცემით, ქეთი

 

 

From: George Shakarishvili [mailto:gshak@iogh.org]
Sent: 23 January, 2020 19:03
To: Ketevan Goginashvili
Subject: Research on equity in healthcare financing

 

ქეთი გამარჯობა, 

 

ჩვენი საუბრის შემდგომ, გიგზავნით კვლევას რომელიც აანალიზებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემაში თანაბრიანობის (equity )პრინციპს. ეს კვლევა ეყრდნობა ადრეული 1990-იანი და ადრეული 2000-იანი წლების სტატისტიკურ მონაცემებს. აქედან გამომდინარე ის ასახავს პოსტ-საბჭოთა რეფორმის წინა პერიოდის და რეფორმის პირველი ტალღის შემდგომი პერიოდის შედარებას.

 

რეფორმის პირველი ტალღის შემდეგ საქართველოში მინიმუმ კიდევ ორი მოდელი იქნა აპრობირებული: ნაციონალური მოძრაობის დროს კერძო დაზღვევა/კერძო მოწოდება და ეხლანდელი უნივერსალური მოცვა. 

 

საინტერესო იქნება ამ კვლევის ქრონოლოგიური გაგრძელება, რომ პირველი ორი მოდელის ანალიზს დაემატოს 2002 წლის შემდგომი პერიოდის ანალიზი.

 

რადგან თქვენ ხელი მიგიწვდებათ საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებზე, და თუ გაინტერესებთ ამ თემაზე თანამშრომლობა, შეგვიძლია განაცხადი შევიტანოთ რუსთაველის ფონდში. მათ აქვთ ფუნადემენტური კვლევების დაფინანსების მექანიზმი, რომელიც ვფიქრობ ასეთი პროექტისთვის შესაბამისია. ადრე ჰქონდათ ცალკე პროგრამა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებისთვის, რაც ასევე შესაბამისია, მაგრამ 2019-ში არ დაფინანსდა და არ ვიცი წელს თუ იქნება. 

 

იდეალური იქნება თუ ისევ სამ-ქვეყნიანი კვლევა იქნება შესაძლებელი, მაგრამ მონაცემების მოპოვეა რთულია. ამის ალტერნატივა იქნება რომ მარტო საქართველოთი შემოვიფარგლოთ.

თუ დაინტერესებით, გადახედეთ თანდართულ ნაშრომს და დავილაპარაკოთ. შარშან რუსთაველის ფონდმა ეს კონკურსი ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, სავარაუდოდ წელსაც ასე იქნება. 

 

კეთილი სურვილებით,

გიორგი შაქარიშვილი