| From : | |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: სპეც ანგარიში_ PDO |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 22.06.2020 09:08 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ანგარიშში მივუთითე კომენტარები. ზოგიერთი ამბულატორია, რომელიც მოხსენიებულია უკვე აშენებული ან რებაილიტირებულია...
პატივისცემით, ქეთი
From: Tamar Gabunia
Sent: 17 June, 2020 19:19
To: Ketevan Goginashvili
Cc: giorgi chavchavadze
Subject: FW: სპეც ანგარიში_ PDO
გთხოვთ განიხილოთ
From: Tamar Gvaramadze [mailto:tgvaramadze@ombudsman.ge]
Sent: 16 June, 2020 21:12
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Cc: vtutberidze@ombudsman.ge; 'Lika Tsiklauri' <ltsiklauri@ombudsman.ge>
Subject: სპეც ანგარიში_ PDO
ქალბატონო თამარ მოგესალმებით,
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე გაწუხებთ თამარ გვარამაძე.
რამდენიმე დღის წინ ნინომ გააჟღერა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, რომ ჩვენმა აპარატმა მოამზადა სპეციალური ანგარიში პირველადი ჯანდაცვის- სოფლად ექიმების კომპონენტის შეფასებაზე, რომელიც ემყარება 2019 წლის შემოდგომით აპარატის მიერ 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფელში განხორციელებულ მონიტორინგს. მიმდინარე დასაწყისში კი გვინდოდა უკვე გამოქვეყნება მაგრამ ამ კოვიდის ამბების გამო გადავდეთ. ასეთი მონიტორინგი და მის საფუძველზე ანგარიში პირველად გავაკეთეთ და კარგად გვინდოდა თქვენთან ერთად გავლა და შემდეგ პრეზენტაცია.
მეტის გადადებას ალბათ აზრი არ აქვს, ამიტომ გიზიარებთ ამ დოკუმენტს და ალბათ ასე 10 დღეში გამოვაქვეყნებთ, მოცულობით დიდი დოკუმენტი არ არის, ამიტომ თუ რაიმე არსებითი ხასიათის შენიშვნა და მოსაზრება გექნებათ მზად ვართ განვიხილოთ თქვენთან ერთად. მომავალში ვაპირებთ მსგავსი ანგარიშების მიმართულებით მუშაობას და თქვენი მოსაზრებებიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის და ასევე სამომავლოდაც თანამშრომლობის სრულ მზაობას გამოვხატავთ.
პატივისცემით,
|