| From : | |
| To : | Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge> |
| Subject : | RE: მონაცემები - კოვიდი |
| Received On : | 03.06.2020 08:31 |
1. ვირუსის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ 3 ივნისისთვის მსოფლიოს 213 ქვეყანაში ინფიცირებული იყო 6452391 -ზე მეტი ადამიანი, დაფიქსირებული კი 382479-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა და 3066698-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ს ახასიათებს გადაცემის მაღალი სიხშირე, გამოვლენილ შემთხვევებში დაავადების მიმდინარეობა სიმძიმის მიხედვით საკმაოდ განსხავებულია - უსიმპტომოდან ფატალურ შედეგამდე.
2. საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების მომენტიდან მიმდინარეობს ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებლისა და სხვა ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მუდმივი კონტროლი. სულ, ჯამში, 30.01.2020-დან 3.06.2020-მდე დადასტურებულია 800 შემთხვევა, აქედან აქტიური შემთხვევა - 147, გამოჯანმრთელდა - 640, გარდაიცვალა - 13, ლეტალობის მაჩვენებელი - 1.63%, პჯრ/RT-PCR-ით გამოკვლეულია 60273 შესაძლო შემთხვევის პირველადი ნიმუში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, COVID-19-ის რეპროდუქციის მაჩვენებელი საქართველოში 1-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია.[1]
[1] საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანალიზი https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=4c07b687-7268-4ae8-9978-821e5e5ac4b6