| From : | |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: კლინიკური აუდიტის ბრძანების პროექტი |
| Received On : | 22.09.2020 13:54 |
| Attachments : |
თამარ,
გიგზავნით ნათიასთან შეთანხმებულ ბრძანების პროექტს.
პატივისცემით, ქეთი
From: Tamar Gabunia
Sent: 21 September, 2020 20:08
To: Ekaterine Adamia
Cc: Ketevan Goginashvili
Subject: FW: კლინიკური აუდიტის ბრძანების პროექტი
ქეთი მადლობა!
ვფიქრობ სხვაგვარად უნდა გავაკეთოთ - აქ მთავარი თემა ჯგუფის შექმნა კი არა კლინიკური აუდიტის პროცესია. ანუ ბრძანებამ უნდა დაადგინოს სამინისტროს რომელი ქვედანაყოფი იღებს პასუხისმგებლობას კოვიდ 19-ის შემთხვევების კლინიკური აუდიტის ჩატარებაზე.
აუდიტს სამინისტრო ახორციელებს მოწვეული ექსპერტების საშუალებით.
ექსპერტისთვის აუცილებელია კოვიდს მართვაში გამოცდილება, ექსპერტიზა კრიტიკული მედიცინის, ინფექციური დაავადებების მართვის, შინაგანი მედიცინის კუთხით.
აუდიტის მიზნებისთვის სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს სამედიცინო დოკუმენტაციის მიმოხილვა და ასევე კლინიკური შემთხვევების განხილვა მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში.
აუდიტის ჯგუფი კლინიკურ შემთხვებეს და მართვის ტაქტიკას მიმოხილავს მიმწოდებელი დაწესებულების გუნდთან ერთად და აძლევს მათ რეკომენდაციებს გაუმჯობესების თაობაზე.
ექსპერტების ანაზღაურებისთბის სამინისტრო მოიზიდავს დონორულ დაფინანსებას.
აჭარაზე ფოკუსი საერთოდ არ მჭირდება-იყოს ზოგადი, ყველა რეგიონისთვის ახალ ბრძანებას ხომ არ გამოვცემთ.
ნათია და ქეთი გთხოვთ დაამუშაოთ და ხვალვე დავასრულოთ წარმოება. დაამატეთ რასაც საჭიროდ ჩათვლით.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Ketevan Goginashvili
Sent: 21 September, 2020 18:16
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject: კლინიკური აუდიტის ბრძანების პროექტი
თამუნა, კა გიგზავნით ბრძანბების პროექტს.
თაკომ დარეკა, UNDP თანახმაა, თუმცა უნდა შეხვედრა ხვალ 6სთ ზე.
პატივისცემით, ქეთი