| From : | |
| To : | Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ინფო ვიდეო რგოლისთვის |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.09.2020 13:47 |
1. რამდენი ექიმი გადამზადდა? - 3906
2. რამდენად გაიზარდა ტექნიკური აღჭურვილობა და კონკრეტულად რა ტექნიკა ? სუნთქვის აპარატი 2020 წლის თებერვალში - 2043; 2020 სექტემბრი 2093 სუნთქვის აპარატი; შეძენილი იქნა 50 სუნთქვის აპარატი
3. რამდენი საწოლია? ციფრები - 17514 საწილი ქვეყნის მასშტაბით
4. კარანტინის პირობები, დღეები რამდენად შემცირდა
მინისტრის 01-475/ო ბრძანება
დაავადებულთათვის, სიმოტომიანებისთვის
· ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის (შემდგომში - COVID-19) მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების მართვა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: COVID-19-ის პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) კვლევით დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება ბინაზე ან საკარანტინე სივრცეში მეთვალყურეობას;
o შესაფერისი იზოლირებული გარემოსა და ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით პაციენტზე მზრუნველობის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, მიღებულ იქნეს პაციენტის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება, პირობების არარსებობის შემთხვევაში, ხდება პაციენტების გადაყვანა საკარანტინე სასტუმროში;
იზოლაციაში/კარანტინში რჩება მანამ, სანამ
o სიმპტომური პაციენტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის სიმპტომების დაწყებიდან 10 დღისა და პლუს სულ მცირე 3 დამატებითი უსიმპტომო (ცხელების, რესპირაციული სიმპტომების და სხვ. არარსებობა) დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი;
o უსიმპტომო პაციენტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი.
o
მთავრობის 322 დადგენილება
ეჭვსქვეშ მყოფი ადამინებისთვის -
· უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) თავსდება 8 დღით, PCR ტესტირება უტარდება იზოლაციის მე-8 დღეს და საიზოლაციო სივრცეს ტოვებს უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ამასთან, იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს პირი ვალდებულია, ჩაიტაროს PCR ტესტირება.
· კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში იზოლაციას (კარანტინი, თვითიზოლაცია).
From: Natia Tevdorashvili
Sent: 23 September, 2020 16:32
To: Ketevan Goginashvili
Cc: Ekaterine Adamia
Subject: ინფო ვიდეო რგოლისთვის
ეკა, ქეთი, სალამი
ეს ინფო გვესაჭიროება ხვალ დილისთვის რა, გთხოვთ. ვიდეო რგოლს ამზადებენ კოვიდთან დაკავშირებით
1. რამდენი ექიმი გადამზადდა?
2. რამდენად გაიზარდა ტექნიკური აღჭურვილობა და კონკრეტულად რა ტექნიკა ? ციფრები
3. რამდენი საწოლია? ციფრები
4. კარანტინის პირობები, დღეები რამდენად შემცირდა დაავადებულთათვის, სიმოტომიანებისთვის/ ეჭვსქვეშ მყოფი ადამინებისთვის