| From : | |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: დონორთა ყოველწლიური ფორუმი |
| Received On : | 24.01.2020 16:27 |
| Attachments : |
From: Maia Nikoleishvili
Sent: 20 January, 2020 13:24
To: Ekaterine Adamia; Ketevan Goginashvili; Tea Gvaramadze; Nino Jinjolava
Subject: FW: დონორთა ყოველწლიური ფორუმი
Importance: High
მეგობრებო,
მთავრობის ადმინისტრაციიდან დღეს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ დონორთა ყოველწლიური ფორუმის სამუშაო ენაა ინგლისური. ვინაიდან მინისტრის ნაცვლად აღნიშნულ შეხვედრას ქ-ნ თამარ გაბუნია ესწრება, გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
პატივისცემით,
მაიკო
From: Maia Nikoleishvili
Sent: Friday, January 10, 2020 11:44 AM
To: Ekaterine Adamia
Cc: giorgi chavchavadze
Subject: დონორთა ყოველწლიური ფორუმი
Importance: High
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 29 იანვარს ცერემონიალების სასახლეში გაიმართება დონორთა ყოველწლიური ფორუმი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალბატონი მინისტრის სიტყვით გამოსვლა.
ფორუმის პირველი ნაწილი მიზნად ისახავს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების სტრატეგიული დიალოგის წარმართვას დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მათი ინფორმირებულობის გაზრდას სახელმწიფო პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმების და ახალი ინიციატივების შესახებ.
სცენარის თანახმად, მინისტრის სიტყვით გამოსვლა (კითხვა-პასუხის რეჟიმში) დაგეგმილია სოციალური კეთილდღეობის პანელზე (15:40 – 15:50), სადაც მოდერატორი იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ბატონი პეტერ მიკისკა. შეკითხვები შეეხება ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო განათლებისა და სოციალურ დაცვის საკითხებს, კერძოდ:
· Improving health outcomes and addressing current challenges of the health care system. (ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევა და შედეგების გაუმჯობესება)
· Quality of post-graduate and continuous medical education programmes; certification of medical doctors. (პოსტ-დიპლომური და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ხარისხი; ექიმთა სერთიფიცირება)
· Improvement of the effectiveness of the social protection model. (სოციალური დაცვის მოდელის ეფექტიანობის გაუმჯობესება)
გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, 17 იანვრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ქართულ ენაზე.
პატივისცემით,
მაია
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge