From :
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : PHC
Received On : 05.07.2019 10:29

 

2019 წლის 5 ივლისს გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს - პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა.

სხდომაზე, სამინისტროს, ექსპერტების, პჯდ მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ფართო ჩართულობით განხულულ იქნა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის  გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებები. კერძოდ, დიდ ქალაქებში ოჯახის ექიმის, სპეციალიზებული მომსახურების, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების მწოდება ფაქტიური მისამართის მიხედვით; დაწესებულების მიერ რეგისტრირებული მოსარგებლეების ხარჯთფექტიანი რაოდენობა; ელექტრონული ჩანაწერების სისტემების დანერგვა-გამოყენება; პერსონალის უწვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა.

სოფლად პჯდ სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის შეიცვლება სოფლის ექიმის/ექთნის იურიდიული სტატუსი; მართვა-კოორდინაციის გადაეცემა - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს; სახელმწიფოს მიერ მოხდება ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება; ინტერნეტით და კომპიუტერებით უზრუნველყოფა; ასევე სამედიცინო დოკუმენტაციის შეძენა და აუცილებელი მედიკამენტების შეძენა.

 

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Internally displaced Persons

from  Occupied Territories,

Labor, Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984