| From : | |
| To : | Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| Subject : | |
| Received On : | 23.01.2019 12:51 |
საქართველო სრულად მოცულია სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურებით. 2008 წელს სოფლის ექიმს გადაეცა 2 000 ლარი და აღჭურვილობა სოციალური დახმარების სახით, მათი განთავსების ადგილების მოწესრიგებისათვის, ხოლო 2009 წელს სოფლის ამბულატორიები ჩამოყალიბდნენ მეწარმე–ფიზიკურ პირებად. ამდენად, რიგ შემთხვევებში, მომსახურება ხორციელდება არ მხოლოდ ამბულატორიების, არამედ მათ საცხოვრებელ სახლებში ან სხვა ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული კაბინეტების საშუალებით, მათ დაქვემდებარებულ ზოგიერთ სოფლებში მომსახურებას ახორციელებენ კარდაკარ პრინციპით. ამბულატორიების შენობების უმეტესობის მფლობელია სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“. დიდია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, რომელიც დაინტერებული უნდა იყოს ადგილობრივი თემის სამედიცინო მომსახრების გაუმჯობესებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადასცეს ამბულატორიის შენობები იმ პირობით, რომ მოხდება ინფრასტრუქტურისა და კომუნალური საშუალებების გაუმჯობესება.
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Internally displaced Persons
from Occupied Territories,
Labor, Health and Social Affairs
144 Tsereteli Ave
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984