From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=F1D7F6D1D9384748B751E919E3623665-KETEVAN
To : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ტელემედიცინის სისტემა სააბონენტო სერვისის სახით
Received On : 25.08.2020 15:29
Attachments :



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: George Maisuradze
Date: August 25, 2020 at 19:27:24 GMT+4
To: Aleksandre Mamaladze , Ketevan Goginashvili
Cc: irakli mikava , Sandro Karumidze
Subject: ტელემედიცინის სისტემა სააბონენტო სერვისის სახით



გამარჯობათ,

 

შეხვედრისას ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, გიგზავნით ტელემედიცინის სისტემის ალტერნატიულ შემოთავაზებას - სააბონენტო სერვისის სახით. შეთავაზებაში მონაწილეობენ UGT ჯგუფის წევრი კომპანიები შპს აქტივუსი - როგორც სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ავეჯის იმპორტიორი ორგანიზაცია და შპს ნექსი ტექი, როგორც სისტემური ინტეგრატორი და სააბონენტო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია.

 

ამ სერვისში GlobalMed-ის პლატფორმას და მოწყობილობებს არ ვიყენებთ, ტექნიკურ-იურიდიული სპეციფიკის და სხვა ფაქტორების გამო, და რეალიზებული გვაქვს სხვა სერტიფიცირებული ამერიკული მწარმოებლების მოწყობილობების ბაზაზე (მათ შორის ზოგი იგივეა რასაც GlobalMed იყენებს, მაგ.: სტეთოსკოპი).

 

ჩვენი სააბონენტო სერვისი გათვლილია სისტემაზე რომელიც მოიცავს ტელემედიცინის მცირე კარადას, მასზე დაერთებული პროფესიონალური გამოყენების დიაგნოსტიკური მოწყობილობებით: სტეთოსკოპი, ოტოსკოპი, დერმატოსკოპი, ოფთალმოსკოპი, სპირომეტრი და კარდიოგრაფი. ამათ გარდა სისტემის შემადგენლობაში შედის კომპიუტერი, მონიტორი, UPS და მაღალი გარჩევადობის ვიდეო კონფერენციის კამერა, დისტანციური მართვის შესაძლებლობით. უფრო დეტალურად სისტემის სამედიცინო კომპონენტების შესახებ ინფორმაცია მოცემული მაქვს დაბლა ცხრილში.

 

·       50 ლოკაციაზე აწყობილი ტელემედიცინის სისტემა 2-3 წლიანი სააბონენტო კონტრაქტის შემთხვევაში - ერთ წერტილზე დაგიჯდებათ - თვეში $580 + დღგ.

 

თუ რამ დამატებითი მოწყობილობების და სერვისების საჭიროება იქნება - მათი ღირებულება დაემატება ამ ფასს. ასე მაგალითად: 

·       სახარჯი მასალები რაც სჭირდება სპირომეტრს, ოტოსკოპს, კარდიოგრაფს.. ეს მასალები მოხმარებული რაოდენობის შესაბამისად იქნება საყიდელი / შესავსები.

·       სისტემის "დანერგვა" - ადგილზე ინსტალაცია, კომპონენტების მონტაჟი, პროგრამული კონფიგურირება და მომხმარებლების ტრენინგი - ერთ წერტილზე, ერთჯერადად დაგიჯდებათ $350 + დღგ

·       ტექნიკური და საოპერაციო "მხარდაჭერა" - აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულად ფუნქციონირების ცენტრალიზებული + ადგილზე მხარდაჭერის სერვისი - ერთ წერტილზე თვეში $50 + დღგ

 

მსგავსად დაემატება ინტერნეტის ხარჯი, თუკი თქვენ გირჩევნიათ რომ ეს თანხაც ერთიან გადასახადში იყოს. მაგრამ მის ზუსტად გასათვლელად აუცილებლად დაგვჭირდება ინსტალაციის ადგილების სახელები და ლოკაციები, ვინაიდან ზუსტადაა სანახავი რა ტიპის კავშირის შესაძლებლობა არსებობს (Ethernet, Wi-Fi თუ 3G/LTE) და რომელი ოპერატორებს აქვთ სერვისები (მაგთი, სილქნეტი თუ ლოკალური რეგიონალური ოპერატორი). მხოლოდ ამ საკითხის დეტალურად მოკვლევის მერე არის შესაძლებელი კომუნიკაციის ტექნოლოგიისა და ღირებულების გათვლა თითოეულ წერტილზე.

 

თუმცა დათვლის გასამარტივებლად - იქ სადაც გვექნება მხოლოდ 3G/LTE შეერთება - 1 წერტილზე ხარჯად შეგიძლიათ იანგარიშოთ დაახლოებით $50 თვეში. მაგრამ 3G/LTE კავშირს ჯობია უყუროთ როგორც სარეზერვო ვარიანტს. ზოგადად ის იმუშავებს, მაგრამ ტელემედიცინის ხარისხიანი სეანსისთვის მნიშვნელოვანია მეტი გამტარუნარიანობა, ვიდრე ეს შესაძლებელია მაგთი / ჯეოსელის 3G სერვისებით.

 

თანდართულ ცხრილში მოყვანილია ჩვენს სააბონენტო სერვისში შემავალი ციფრული მოწყობილობების კომპლექტაცია.

 

რაც შეეხება ჩვენს მიერ შემოთავაზებულ GlobalMed-ის მოწყობილობებს, მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლია ნახოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.telehealth.ge ან თავად მწარმოებლის საიტზე: www.globalmed.com

თუ რამ კითხვები გექნებათ - არ მოგერიდოთ, შეგვეხმიანეთ ნებისმიერ დროს. პირადად მე შემდეგ კვირამდე თბილისში არ ვიმყოფები, მაგრამ პასუხების გაცემა აქედანაც შემიძლია. ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია შევხვდეთ და გავიაროთ ამ თუ წინა შემოთავაზების ტექნიკური თუ ფინანსური დეტალები და საკითხები.

პატივისცემით,

 

გიორგი მაისურაძე

ვიცე-პრეზიდენტი / UGT ჯგუფი / www.ugt.group

მობილური: +599 455 554

 

 



This email and attachments may contain confidential information and/or copyright material. This email is intended for the use of the addressee only. Any unauthorised use may be unlawful. If you receive this email by mistake, please advise the sender immediately by using the reply facility in your email software, immediately delete the original e-mail and it’s attachments from your system and do not disclose or otherwise take any action against its content. While this email has been scanned for all known viruses, internet communications may not be secure or virus-free; UGT does not accept responsibility for any damage arising from unauthorized access to this e-mail, or interference with, by any third-party.