From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=F1D7F6D1D9384748B751E919E3623665-KETEVAN
To : Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Subject : Fwd: სამმართველოს განსახორციელებელი თემები
Received On : 10.02.2020 18:23
Attachments :




Begin forwarded message:

From: Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Date: Feb 7, 2020 at 19:16
To: giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Cc: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>, Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>, Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Subject: სამმართველოს განსახორციელებელი თემები

ბატონო გია,

 

თქვენი დავალების შესაბამისად, გიგზავნით ჩვენ მიერ მომზადებულ მოხსენებით ბარათებს, რომელიც ეხება სამმართველოს მიერ განსახორციელებელი საკითხების დელეგირებას.

კერძოდ,

 

1.     საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2015 წლის 6 იანვრის N01-1/ნ ბრძანების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული და სხვა მსგავსი პროექტების ანალიზი და კოორდინაცია. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო შემოთავაზებების ექსპერტიზა და გადაწყვეტილების მიღების კოორდინაცია წარმოადგენს პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციას.  

რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის, თუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, სოფლის ამბულატორიების აშენება/ რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის მასალების მომზადება, სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სხვადასხვა დაწესებულებებს შორის ხელშეკრულების გაფორმების მოსამზადებელი სამუშაოები, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დადასტურება და სხვა მსგავსი საკითხები კი უკვე სცილდება პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციას და უპრიანია ადმინისტრაციის დეპარტამენტის ფუნქციებში იყოს ინტეგრირებული.

 

 

2.      საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებით დამტკიცებულია „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამ, რომლის განხორციელება  ევალება ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს. ამასთან, პროგრამის ფარგლებში მაძიებელთა კონკურსისი წესით შერჩევას, ტესტების განახლებას, და სხვა განახორციელებს რეგულირების სააგენტო. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“ განმახორციელებლად განისაზღვროს სსიპ - სამედიცინო და ფარმცევტული საქმიანობის რეგულირების  სააგენტო.

 

 

თანდართული მოხსენებითი ბარათებიდან, ინფრასტრუქტურული საკითხები ოფიციალურად არის შეთანხმებული მინისტრთან და მიღებული გვაქვს რეზოლუციით თანხმობა, მაგრამ რეალურად კვლავ ჩვენს ფუნქციებში რჩება.

ხოლო დიპლომისშემდგომ პროგრამასთან დაკავშირებით, ჩენ მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათი ქალბატონი თამარ გაბუნიას მიერ არის გადაგზავნილი რეგულირების სააგენტოში ელექტრონული ფოსტით და შემდგომ უკუკავშირი არ გვქონია.

 

იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის.

 

მადლობა.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

 

ეკატერინე ადამია

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110