From :
To : info <info@moh.gov.ge>
Subject : FW:
Received On : 03.09.2020 08:46

გთხოვთ დაარეგისტრიროთ, პატივისცემით, ქეთი

 

From: Manona Gejua [mailto:manongejua@gmail.com]
Sent: 3 September, 2020 12:21
To: Ketevan Goginashvili
Subject:

 

საერთაშორისო ორგანიზაცია -

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის

(European Union Monitoring Mission in Georgia)

საგრანტო პროგრამის კოორდინატორს

ქალბატონ ქეთევან გოგინაშვილს

                   ქალბატონო ქეთევან,

       გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აისახა EUMM Georgia–ს მიერ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით გადმოცემული თანხის 52, 444.90 ევროს ნაწილი (სავარაუდოდ 41 955.92 ევრო) 142 440.35 ლარი. საგრანტო ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ლარში, EUMM Georgia–ს მომსახურე კომერციული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად (იხ. ხელშ. მე-3 მუხლი, 3.2 პუნქტი).

      2020 წლის 21 აგვისტოს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს კურსი შეადგენდა 3.6352 ლარს. შესაბამისად, 41 955.92 ევრო იმ დღისათვის იყო 152 518.16 ლარი, რომელთან შედარებით გადმორიცხული თანხა დაახლოებით 10 000 ლარით ნაკლებია, რაც საფრთხეს უქმნის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით სამედიცინო საშუალებებისა და საგნების შესყიდვას, მით უფრო, რომ სრული თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.  

     ამასთან, გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელთანაც წინააღმდეგობაში მოდის თანხის ნაწილ-ნაწილ ჩარიცხვის პირობებით საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საგნების ერთიანი შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის განხორციელება.

     აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამინისტროს სხვა უწყებების მიმართაც გააჩნია ანგარიშვალდებულება და აქედან გამომდინარე, ეს ინფორმაცია მინისტრმა მათ უნდა გაუზიაროს, თუ რა მიზეზით მოგვიწია ტენდერის გამოცხადების დაყოვნება. უწყება რომ  უკანონო და არაკორექტულ ქმედებას ვერ ჩაიდენს, ამაში თქვენც დამეთანხმებით.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული და გადმოგვიგზავნოთ გადმორიცხული თანხის კონვერტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, გრანტის გამცემ ორგანიზაციას აცნობოთ არსებული პრობლემების შესახებ.

 

                         პატივისცემით, 

          აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და

    სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე 

                       მანონა გეჯუა

                          t:577092490