From :
To : ikamarauli@gmail.com<ikamarauli@gmail.com> <ikamarauli@gmail.com>; ikamarauli@gmail.com
Subject : FW: HIV and TB NSPs
Received On : 15.01.2020 11:36
Attachments :

 

 

 

From: Ketevan Goginashvili
Sent: 07 October, 2019 14:15
To: 'Tako Zurashvili'
Cc: Tamar Gabunia
Subject: FW: HIV and TB NSPs

 

 

Sidsi tavidan (თამარის ჩასმა დამავიწყდა...)

 

 

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Internally displaced Persons

from  Occupied Territories,

Labor, Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984

 

From: Ketevan Goginashvili
Sent: 07 October, 2019 14:13
To: 'Tako Zurashvili'
Subject: FW: HIV and TB NSPs

 

შიდსი

 

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Internally displaced Persons

from  Occupied Territories,

Labor, Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984

 

From: Giorgi Bobghiashvili [mailto:gbobghiashvili@gov.ge]
Sent: 25 September, 2019 20:36
To: Ketevan Goginashvili
Cc: Mariam Danelia; Natia Tsikaradze
Subject: RE: HIV and TB NSPs

 

ქეთი, გამარჯობა,

 

გავიარეთ პირველ რიგში შიდსის სტრატეგია (2019-2022 წლების).

 

ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს დოკუმენტი (ისევე როგორც ტუბის - მასაც ვამუშავებთ და დეტალურად მოგწერთ, თუმცა იგივე სახის პრობლემებია ძირითადად შეგიძლიათ ამის მიხედვით დაიწყოთ მუშაობა). ზოგადად, კარგი იქნებოდა რომ ექსპერტებისთვის ვინც დაწერეს დოკუმენტი გაგეზიარებინათ ჩვენი მეთოდოლოგია - რადგან ამ პროცესს მიაქვს ყველას დამატებითი რესურსები.

 

მნიშვნელოვან საკითხებს გამოვყოფთ აქვე და დეტალური კომენტარები კი უშუალოდ დოკუმენტშია შემოთავაზებული:

 

შინაარსობრივი

 

                      პირველივე გვერდებიდან ჩანს რომ დოკუმენტი არის ექსპერტების დაწერილი. ეს არ არის მთავრობის მიერ დასამტკიცებელი ფორმით დაწერილი დოკუმენტი - ვორდინგები არის მთავრობის მიმართ ძალიან კრიტიკულიც (მთავრობა აკრიტიკებს საკუთარ თავს) და ასევე რეკომენდაციების სახით (თავის თავს აძლევს რეკომენდაციებს). დეტალური კომენტარები არის წარმოდგენილი;

                      მესამე მიზანი სრულიად არის გადასაწყობი - არ ხდება ზუსტი ფორმულირება რას გვინდა რომ ვიღაწიოთ და არის ძირითადად საკუთარი თავის კრიტიკა (რაც ცუდი არაა, მაგრამ ამ დოზით?);

                      ასევე კარგად ჩანს რომ დოკუმენტი არ არის გავლილი არც იუსტიციასთან (ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში) და არც ფინანსებთან (დაფინანსების თავში). მნიშვნელოვანია რომ ორივე უწყებასთან მოხდეს საკითხების დეტალური გავლა.

                      დოკუმენტი აშკარადა დაწერილია წინა წელს (ან 2017 წელს) და ეს ჩანს კარგად. უნდა გასწორდეს ეს საკითხები (კომენტარები გვაქვს) და მოვიდეს თანხვედრაში დღევანდელობასთან.

                      ლოგიკური ჩარჩო ძალიან მარტივად არის აგებადი (მოცემული მიზნების, ამოცანების და შესაბამისი ინდიკატორების გამოყენებით). ეგ დაგეხმარებათ რომ მესამე მიზანი გასწორდეს (ამოვიდეს/გადანაწილდეს/შეიცვალოს), რადგან ზუსტად არ ვიცით აქ რა შედეგი უნდა დაიდოს ხუთი წლის შემდეგ (პირველი ორისგან განსხავებით).

                      არ არის სამოქმედო გეგმა (ისე როგორც სახელმძღვანელო ითვალისწინებს). ბიუჯეტის ცხრილი (დანართი 2) შეგიძლიათ დამატებითი დაამუშავოთ და ჩამოაყალიბოთ როგორც სამოქმედო გეგმა.

                      ბევრია ისეთი პრობლემა დასახელებული (სტიგმა, ცნობადობა და ა.შ) რომელთა დაკავშირებით არ არის შესაბამისი ამოცანები ფორმულირებული. ესეც გამოჩნდება ლოგიკურ ჩარჩოში.

 

ტექნიკური საკითხები

                      დოკუმენტის სახელი უნდა იყოს სტრატეგია (და არა სტრატეგიული გეგმა), რადგან შინაარსობრივად არის სტრატეგიის დოკუმენტი (არა გეგმის დოკუმენტი);

                      შესავალს აკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი სახის ინფორმაცია, მაგალითად, დოკუმენტის მოქმედების ვადა, განახლების პერიოდულობა, გარდა ამისა, შესავალში უნდა აღიწეროს დოკუმენტის მომზადების მეთოდოლოგია, რაც აქ არ გვაქვს.

                      დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციები, თუმცა ანალოგიური უნდა ჩანდეს სტრატეგიის შემუშავების პროცესთან მიმართებაშიც - ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შედეგები რომ აისახა  სტრატეგიის პრიორიტეტების, მიზნების, ამოცანების ჩამოყალიბების პროცესში.

                      სიტუაციის ანალიზში არ გვაქვს ინფორმაცია რა მეთოდოლოგიით არის ჩატარებული ანალიზი.

                      გამომდინარე იქიდან რომ, გამოწვევა უცვლელია, ახალი სტრატეგია იმეორებს წინა სტრატეგიის ამოცანებს. ამას გარდა, კარგი იქნება ტექსტში ხაზი გაესვას, რომ გაანალიზდა და შეფასდა წინა სტრატეგიის განხორციელება და ამ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა ახალი სტრატეგიის შემუშავებაც. ამით პროცესის უწყვეტობა და სწორი სტრატეგიული დაგეგმვა გამოჩნდება.

                      დოკუმენტში სტრატეგიის მონიტორინგის და შეფასების პროცედურა არ არის აღწერილი. მონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელია მონიტორინგის სიხშირის მითითება, ასევე მონაცემთა შეგროვებაზე, წარდგენას და განხილვაზე პასუხისმგებელ უწყებათა განსაზღვრა. შეფასების ნაწილში აუცილებელია მიეთითოს პერიოდულობა (შუალედური, საბოლოო) და განხორციელებაზე პასუხისმგებლობა (შემფასებელი უწყება);

                      დოკუმენტში არაფერია ნათქვამი განხორციელების მექანიზმზეც, წამყვანი უწყების და პროცესში ჩართული მხარეების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. დოკუმენტს აკლია პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების მიმოხილვა. ფინანსური გათვლები დამუშავებულია უცხოურ ვალუტაში, მთავრობაზე წარსადგენ დოკუმენტში ბიუჯეტი უნდა იყოს მითითებული ეროვნულ ვალუტაში.

 

გიორგი

 

From: Ketevan Goginashvili [mailto:kgoginashvili@moh.gov.ge]
Sent:
პარასკევი, სექტემბერი 6, 2019 წელი 5:35 PM
To: Giorgi Bobghiashvili
Subject: FW: HIV and TB NSPs

 

გიორგი,

 

შეთანხმებისამებრ გიგზავნი შიდსის და ტუბის სტრატეგიების პროექტებს.

 

მადლობა, ქეთი

 

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Internally displaced Persons

from  Occupied Territories,

Labor, Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984