From :
To : Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
Subject : FW: წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამები
Cc : Ana Ghvinjilia <aghvinjilia@justice.gov.ge>
Received On : 07.05.2020 14:06
Attachments :

საღამო მშვიდობისა კოლეგებო,

 

გიგზავნით კვლევას: „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია: სხვადასხვა სისტემების და მოდელების მიმოხილვა საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტურად შესრულებისათვის

 

ამ კვლევის მიზანი წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო სერვისების განვითარების ხელშეწყობა და უკვე არსებულ სერვისებში მათი საჭიროებების გათვალისწინება, შესაბამისი აქტორების შესაძლებლობების ფარგლებში. 

 

კველვაში სახელმწიფოს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს რგოლის, ჩართულობა არის განხილული ცალკეული სერვისების მიწოდების ნაწილში. სწორედ ამ მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროს აინტერესებს თქვენი მოსაზრებები, როგორი გამოცდილება გაქვთ, რამდენად არის მზადყოფნა და შესაძლებლობა რომ არსებულ სერვისებში იყოს გათვალისწინებული წამების მსხვერპლთა საჭიროებები და სხვ. 

 

გთხოვთ, ორშაბათამდე, 11 მაისამდე, მომწეროთ კვლევაში მითითებული სერვისების დანერგვის სტატუსზე ან დანერგვის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია.

 

მადლობა!