From : kgoginashvili@moh.gov.ge
To : gchavchavadze@moh.gov.ge
Subject : FW: ტელემედიცინის სისტემა სააბონენტო სერვისის სახით
Received On : 27.08.2020 05:50
Attachments :

 

 

From: George Maisuradze
Date: Thursday, August 27, 2020 at 09:49
To: Aleksandre Mamaladze , Ketevan Goginashvili
Cc: irakli mikava , Sandro Karumidze
Subject: RE:
ტელემედიცინის სისტემა სააბონენტო სერვისის სახით

 

გამარჯობათ,

 

გიგზავნით დამატებით ინფორმაციას ტელემედიცინის სისტემის სააბონენტო სერვისის სახით შემოთავაზებაზე. თქვენი ორგანიზაციისთვის ამ მიდგომის უპირატესობები ძირითადად მიიღწევა პროექტის უფრო სწრაფად დაწყების, ნაკლები სასტარტო ინვესტიციის, ექსპლუატაციისას სირთულეების არიდების, საოპერაციო ხარჯების შემცირებისა და საბოლოო ჯამში: ნაკლები ფინანსურ-ადმინისტრაციული რესურსების დანახარჯში.

 

სააბონენტო სერვისების ფინანსური მოდელი საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მიმზიდველი ფასები შემოგთავაზოთ პროექტის მოცულობის გაზრდის სცენარში. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენს შორის გაფორმდება 200 ლოკაციაზე ტელესამედიცინო სისტემების განთავსების ხელშეკრულება 3 წლის ვადით, ასეთ დროს მზად ვართ სააბონენტო გადასახადი შევამციროთ თვიურ $470-მდე, პლიუს დღგ (18%). ხოლო ის 50 კომპლექტი კი, რომელშიც გამოვიყენებთ თქვენს საკუთრებაში არსებულ კომპიუტერებს - დაგიჯდებათ მხოლოდ $440 + დღგ.

 

ამ რაოდენობის სისტემების განთავსება ჩვენ წარმოგვიდგენია 1 წლის მანძილზე, ყოველ-კვარტალურად 50 ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის გზით. თუმცა, თუ თქვენ განსხვავებული ხედვა გაქვთ საპროექტო გრაფიკზე - დარწმუნებული ვარ შევძლებთ მოვერგოთ დასახულ ამოცანებს.

 

ასევე, ყურადღება მინდა გავამახვილო მონაცემთა დამუშავების სერვისზე: ჩვენ სისტემით სარგებლობის შემთხვევაში, ტელე-ვიდეო სეანსების პროცესინგი შესაძლებელია განხორციელდეს ლოკალურ ქლაუდში, რაც შეამცირებს მონაცემთა მიმოცვლის დაყოვნებას და შედეგად გააუმჯობესებს სეანსის ვიდეო გამოსახულების ხარისხს.

 

UGT ჯგუფის მონაცემთა ცენტრი არის საქართველოში უნიკალური იმით, რომ საშუალებას იძლევა ლოკალურად გამოვიყენოთ Microsoft Azure ქლაუდ ტექნოლოგიები. რაც თავის მხრივ სისტემის გამართულად ფუნქციონირების, ადვილად მასშტაბირების და საიმედოდ დაცულობის გარანტია (მეტი ინფორმაცია ჩვენს მონაცემთა დამუშავების ცენტრზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

 

დამატებით, ტელემედიცინის სესიებისთვის ჩვენი ქლაუდ რესურსების გამოყენება დაგიზოგავთ მნიშვნელოვან თანხებს ინტერნეტის გადასახადებზე. რადგან ვიდეოს პროცესინგი აღარ იქნება დამოკიდებული გლობალურ კავშირზე - ეს თითოეულ წერტილზე შეგიმცირებთ საკაბელო ინტერნეტის ყოველთვიურ საფასურს დაახლ. 100 ლარით, რაც 400 წერტილზე თვეში 40,000 ლარის დანაზოგია, ხოლო წლების განმავლობაში კი მილიონების ეკონომიას მოგცემთ.

 

აღნიშნულ საკითხებზე და დამატებით ფინანსურ თუ ტექნიკურ დეტალებზე საუბარი შეიძლება უფრო ეფექტური იყოს შეხვედრის რეჟიმში, შესაბამისად თქვენი სურვილის შემთხვევაში - მზად ვართ მოვიდეთ, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ და პასუხი გავცეთ ყველა თქვენს შეკითხვას.

 

პატივისცემით,

 

 

გიორგი მაისურაძე

ვიცე-პრეზიდენტი / UGT ჯგუფი / www.ugt.group

მობილური: +599 455 554

 

 

From: George Maisuradze
Sent: Tuesday, August 25, 2020 7:26 PM
To: 'amamaladze@moh.gov.ge' ; 'kgoginashvili@moh.gov.ge'
Cc: irakli mikava ; Sandro Karumidze
Subject:
ტელემედიცინის სისტემა სააბონენტო სერვისის სახით

 

გამარჯობათ,

 

შეხვედრისას ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, გიგზავნით ტელემედიცინის სისტემის ალტერნატიულ შემოთავაზებას - სააბონენტო სერვისის სახით. შეთავაზებაში მონაწილეობენ UGT ჯგუფის წევრი კომპანიები შპს აქტივუსი - როგორც სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ავეჯის იმპორტიორი ორგანიზაცია და შპს ნექსი ტექი, როგორც სისტემური ინტეგრატორი და სააბონენტო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია.

 

ამ სერვისში GlobalMed-ის პლატფორმას და მოწყობილობებს არ ვიყენებთ, ტექნიკურ-იურიდიული სპეციფიკის და სხვა ფაქტორების გამო, და რეალიზებული გვაქვს სხვა სერტიფიცირებული ამერიკული მწარმოებლების მოწყობილობების ბაზაზე (მათ შორის ზოგი იგივეა რასაც GlobalMed იყენებს, მაგ.: სტეთოსკოპი).

 

ჩვენი სააბონენტო სერვისი გათვლილია სისტემაზე რომელიც მოიცავს ტელემედიცინის მცირე კარადას, მასზე დაერთებული პროფესიონალური გამოყენების დიაგნოსტიკური მოწყობილობებით: სტეთოსკოპი, ოტოსკოპი, დერმატოსკოპი, ოფთალმოსკოპი, სპირომეტრი და კარდიოგრაფი. ამათ გარდა სისტემის შემადგენლობაში შედის კომპიუტერი, მონიტორი, UPS და მაღალი გარჩევადობის ვიდეო კონფერენციის კამერა, დისტანციური მართვის შესაძლებლობით. უფრო დეტალურად სისტემის სამედიცინო კომპონენტების შესახებ ინფორმაცია მოცემული მაქვს დაბლა ცხრილში.

 

·         50 ლოკაციაზე აწყობილი ტელემედიცინის სისტემა 2-3 წლიანი სააბონენტო კონტრაქტის შემთხვევაში - ერთ წერტილზე დაგიჯდებათ - თვეში $580 + დღგ.

 

თუ რამ დამატებითი მოწყობილობების და სერვისების საჭიროება იქნება - მათი ღირებულება დაემატება ამ ფასს. ასე მაგალითად: 

·         სახარჯი მასალები რაც სჭირდება სპირომეტრს, ოტოსკოპს, კარდიოგრაფს.. ეს მასალები მოხმარებული რაოდენობის შესაბამისად იქნება საყიდელი / შესავსები.

·         სისტემის "დანერგვა" - ადგილზე ინსტალაცია, კომპონენტების მონტაჟი, პროგრამული კონფიგურირება და მომხმარებლების ტრენინგი - ერთ წერტილზე, ერთჯერადად დაგიჯდებათ $350 + დღგ

·         ტექნიკური და საოპერაციო "მხარდაჭერა" - აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულად ფუნქციონირების ცენტრალიზებული + ადგილზე მხარდაჭერის სერვისი - ერთ წერტილზე თვეში $50 + დღგ

 

მსგავსად დაემატება ინტერნეტის ხარჯი, თუკი თქვენ გირჩევნიათ რომ ეს თანხაც ერთიან გადასახადში იყოს. მაგრამ მის ზუსტად გასათვლელად აუცილებლად დაგვჭირდება ინსტალაციის ადგილების სახელები და ლოკაციები, ვინაიდან ზუსტადაა სანახავი რა ტიპის კავშირის შესაძლებლობა არსებობს (Ethernet, Wi-Fi თუ 3G/LTE) და რომელი ოპერატორებს აქვთ სერვისები (მაგთი, სილქნეტი თუ ლოკალური რეგიონალური ოპერატორი). მხოლოდ ამ საკითხის დეტალურად მოკვლევის მერე არის შესაძლებელი კომუნიკაციის ტექნოლოგიისა და ღირებულების გათვლა თითოეულ წერტილზე.

 

თუმცა დათვლის გასამარტივებლად - იქ სადაც გვექნება მხოლოდ 3G/LTE შეერთება - 1 წერტილზე ხარჯად შეგიძლიათ იანგარიშოთ დაახლოებით $50 თვეში. მაგრამ 3G/LTE კავშირს ჯობია უყუროთ როგორც სარეზერვო ვარიანტს. ზოგადად ის იმუშავებს, მაგრამ ტელემედიცინის ხარისხიანი სეანსისთვის მნიშვნელოვანია მეტი გამტარუნარიანობა, ვიდრე ეს შესაძლებელია მაგთი / ჯეოსელის 3G სერვისებით.

 

თანდართულ ცხრილში მოყვანილია ჩვენს სააბონენტო სერვისში შემავალი ციფრული მოწყობილობების კომპლექტაცია.

 

cid:image003.png@01D67C57.4E8FE360

რაც შეეხება ჩვენს მიერ შემოთავაზებულ GlobalMed-ის მოწყობილობებს, მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლია ნახოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.telehealth.ge ან თავად მწარმოებლის საიტზე: www.globalmed.com

თუ რამ კითხვები გექნებათ - არ მოგერიდოთ, შეგვეხმიანეთ ნებისმიერ დროს. პირადად მე შემდეგ კვირამდე თბილისში არ ვიმყოფები, მაგრამ პასუხების გაცემა აქედანაც შემიძლია. ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია შევხვდეთ და გავიაროთ ამ თუ წინა შემოთავაზების ტექნიკური თუ ფინანსური დეტალები და საკითხები.

პატივისცემით,

 

გიორგი მაისურაძე

ვიცე-პრეზიდენტი / UGT ჯგუფი / www.ugt.group

მობილური: +599 455 554

 

 

 


This email and attachments may contain confidential information and/or copyright material. This email is intended for the use of the addressee only. Any unauthorised use may be unlawful. If you receive this email by mistake, please advise the sender immediately by using the reply facility in your email software, immediately delete the original e-mail and it’s attachments from your system and do not disclose or otherwise take any action against its content. While this email has been scanned for all known viruses, internet communications may not be secure or virus-free; UGT does not accept responsibility for any damage arising from unauthorized access to this e-mail, or interference with, by any third-party.