| From : | |
| To : | Giorgi.enukidze <giorgi.enukidze@unmc.ge> |
| Subject : | FW: დასაზუსტებელი ინფორმაცია საავადმყოფოებისთვის |
| Received On : | 29.06.2020 11:45 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი,
გიგზავნით ექსპერტების კომენტარებს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. გთხოვთ, ხვალ დღის ბოლომდე დააზუსტოთ მათ მიერ დასმული საკითხები, პატივისცემით, ქეთი
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად აქტიური დახმარებისთვის.
i. სულ წლის განმავლობაში გატარებული პაციენტების რაოდნობა წესით ტოლი უნდა იყოს წლის განმავლობაში გაწერილი პაციენტების რაოდენობას დამატებული გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიერ შევსებულ ფორმაში გატარებული პაციენტების რაოდენობა ტოლია გაწერილი პაციენტების რაოდენობის. მაგ: 2017 წელს თორაკალურ განყოფილებაში გატარებული პაციენტების რაოდენობა უდრის 26, გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა უდრის 2 და გაწერილი პაციენტების რაოდენობა უდრის 26. ეს უზუსტობა მეორდება ყველა განყოფილებისთვის და ყველა წლისთვის. აბდომინალურ განყოფილებაში 2018 წელს სულ გატარებული პაციენტების რაოდენობაა 54, გარდაცვლილი 0, გაწერილი პაციენტების რაოდნობაში მითითებულია 53. და ასეთი უზუსტობები ძალიან ბევრია.
i. არცერთი წლისთვის არ არის მითითებული გატარებული პაციენტების რაოდენობა ICPC 2 (კოდი)-ების მიხედვით
i. სულ ჩამოწერილია 7 განყოფილება, მაშინ როცა შიტ 1-ზე ჩამოწერილია 12 განყოფილება და საწოლების რაოდენობა და პაციენტები ამ 12-ვე განყოფილებისთვის აქვთ ჩამოთვლილი. შესაბამისად, შიტ-4-ზე პერსონალი უნდა იყოს ჩაშლილი 12 განყოფილების მიხედვით და არა 7.