მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, სამინისტრო გეგმავს ჯანდაცვის დანახარჯების აღრიცხვის ახალ სისტემაზე - ჯანდაცვის ანგარიშების სისტემაზე (System of Health Accounts) გადასვლას. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ, მობრძანდეთ 2 მარტს, 15.00-სთ-ზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მე-8 სართულზე.
შეხვედრის მიზანი:
· ჯანდაცვის ანგარიშების სისტემის, მისი მნიშვნელობის და გამოყენების ძირითადი მიმართულებების გაცნობა
· ჯანდაცვის ანგარიშების შემუშავებისთვის საჭირო მონაცემთა ნაკადებისა და წყაროების იდენტიფიცირება, ინვენტარიზაცია უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით
· მეთოდოლოგიის გადასინჯვის, სამუშაო გეგმისა და მასში დაინტერესებული მხარეების როლის განხილვა
გთხოვთ, წინასწარ დაგვიდასტუროთ თქვენი (ან თქვენი წარმომადგენელის) მონაწილეობის შესახებ.
საორგანზიაციო ჯგუფის სახელით,
ქეთი გოგინაშვილი
577717984