From :
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : ქრონიკული
Received On : 27.05.2020 10:25

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

ü  2017 წლის 1 ივლისიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიანსოციალურად დაუცველი ოჯახებისმონაცემთა ერთიან ბაზაში და მათზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა  არ აღემატება 100 000-, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის აგვისტომდე ნებეფიციართა რაოდენობა სეადგენდა 13010-ს

ü  2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა როგორც პროგრამის მოცულობა, ასევე, მოსარგებლეთა სია. პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისა და მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის, ასევე პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული პირებისათვის. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებისფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა, ასევე პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებით პაციენტთა უზრუნველყოფა (2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივლისამდე ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 29483-ს.

ü  პროგრამის უტილიზაცია მკვეთრად გაიზარდა 2019 წლის ივლისში საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის თანაგადახდის მოხსნის შემდეგ. პროგრამა 1 აგვისტოდან გავრცელდა ვეტერანებზე, და ხელმისაწვდომია ასევე,  გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობისთვის.

ü  მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის გაცემული ხარისხის სერტიფიკატის მქონე, ან ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ რეგისტრირებული მედიკამენტების ნუსხის მიხედვით, პაციენტები წამლებს იღებენ  უფასოდ, ნოზოლოგიური ჯგუფების ფარგლებში განსაზღვრული წლიური ლიმიტის შესაბამისად. წამლების ნუსხას, 0-5 წლის ასაკის ბენეფიციარებისთვის  დაემატა ანტიბაქტერიული მედიკამენტები.

ü  2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში ისარგებლა 103 106 პირმა, მათ შორის 65 953 იყო საპენსიო ასაკის.