From :
To : Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Subject : სომხეთი
Received On : 30.05.2019 14:43

ორი შეთანხმების ( ჯანდაცვა და სოც, თუ მხოლოდ ჯანდაცვა და მისი ძველის განახლება ან ახალი?) გაერთიანება თუ ცალ-ცალკე?

სრული ინფო გვინდა ამაზე

 

(ჯანდაცვა)

როგორც მოგეხსენებათ, მხარეთა შორის მოქმედებს

1.      სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1993 წლის 19 მაისის შეთანხმება

2.       2017 წლის 23 თებერვლისსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სომხეთის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროშითანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც რომელიც ინიცირებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლის 8 თებერვლის № 02/0070 ნოტით, სრულად ასახავს ჯანდაცვის სფეროში მხარეთა შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მხარეთა მიერ გამოხატული ნებისა და საერთო ინტერესის გათვალისწინებით.

 

 

რადგან 1993 წლის შემდეგ, მრავალი რეფორმა გატარდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორიში და მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მხარეთა შორის თანამშრომლობა დარეგულირდეს ერთი საერთაშორისო შეთანხმებით. შესაბამისად, მზადყოფნას გამოვთქვამთ, მხარეთა შორის გაიმართოს კონსულტაციებისომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1993 წლის 19 მაისის შეთანხმების გაუქმების თაობაზე.

 

ამასთან, საკითხები, რომელთა გათვალისწინება აუცილებლად ჩაითვლება 1993 წლის 19 მაისის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, აისახოს ან 2017 წლის 23 თებერვლისსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სომხეთის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროშითანამშრომლობის შესახებ მემორანდუმში, ან მომზადდეს ახალი მემორანდუმი.

 

სომხეთის მხარის ძირითადი მოთხოვნაა საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრილ ყველა სასომხეთის მოქალაქემ, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქემ სომხეთის ტერიტორიაზე უფასოდ უნდა მიიღოს სამედიცინო მომსახურება, რის უფლებასაც იძლეობდა 1993 წლის შეთანხმება.

 

ჩვენი სურვილია არსებული რეალობის გათვალისწინებით, გავაუქმოთ 1993 წლის შეთანხმება და მოლაპარაკება დავიწყო არა მთავრობებს შორის, არამედ სამინისტროებს შორის არსებულ მემორანდუმში, ან ახალ მემორანდუმში შეთანხმებების შედეგების ასახვა, რომელიც გამოდის ორი სახელმწიფოს რეალობიდან....

 

 

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Internally displaced Persons

from  Occupied Territories,

Labor, Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984