| From : | |
| To : | Magda Naskidashvili <'>; MNaskidashvili@ssa.gov.ge; Magda |
| Subject : | ვერტიკალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.06.2020 13:13 |
მაგდა, საღამო მშვიდობისა,
მინისტრის დავალებით, გთხოვ 30 ივნისამდე მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
2014-2019 წლების სტატისტიკური მონაცემები:
ა) ინდივიდუალური (case-based) შემთხვევების ბაზები 2014-2019 წლების პერიოდისთვის, სადაც ადამიანის სახელი და გვარი არის წაშლილი, ხოლო პირადი ნომერი გადაკეთებულია უნიკალურ კოდად ისე რომ შესაძლებელი იყოს ერთი და იგივე ადამიანის მიერ სხვადასხვა მომსახურების უტილიზაციაზე დაკვირვეება, რაც გულისხმობს, რომ პაციენტის პირადი ნომრის რეკოდირებისას შენარჩუნებული იყოს ერთიდაიგივე უნიკალური კოდი როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღებისას. ყველა სხვა ცვლადები როგორც დემოგრაფიული, ასევე საცხოვრებელი სოფელი/რაიონი, ფაქტობრივი მისამართი და სხვა კლინიკური ინფორმაცია და შემთხვევაზე მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს ბაზაში შენარჩუნებული.
· დიალიზის და ტრანსპლანტაციის, ფსიქიატრიის, ნარკომანიის, პალიატიურის და ინფექციური პროგრამებისთვის
ბ) 2014-2019 წლების სტატისტიკური მონაცემები სახელმწიფო პროგრამების (ვერტიკალური პროგრამები) შესახებ კერძოდ:
i. დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა, პროგრამების, დაწესებულებების, რაიონებისა და რეგიონების მიხედვით (პროგრამის ქვეკომპონენტების მითითებით)
ii. გადარიცხული თანხა პროგრამაში გატარებული შემთხვევის, დაწესებულების, რაიონებისა და რეგიონების მიხედვით (პროგრამის ქვეკომპონენტების მითითებით)
პატიისცემით, ქეთი