| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | who-panel |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 29.07.2020 16:06 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის გადაწყვეტილებით, კოვიდ19-ის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად (WHA73.1), შეიქმნა პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ
დამოუკიდებელი პანელი (IPPR), რომლის თანათავმჯდომარეებად დაინიშნენ ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ელენ ჯონსონი. აქვე, გაცნობებთ, რომ WHO-ს გენერალური დირექტორის ინიციატივას პანელის შექმნის თაობაზე დადებითად
შეხვდნენ ავსტრალიის, ბრიტანეთის, ევროკავშირის, იაპონიის და შვეიცარიის ჯანდაცვის უწყებები და იმედი გამოთქვეს, რომ დამოუკიდებელი პანელი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კოვიდ19-ის რეზოლუციის შესრულების მონიტორინგის თვალსაზრისით.
რაც შეეხება IPPR-ის წევრებს, დამოუკიდებელი პანელი დაკომპლექტდება წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილი კანდიდატებით, რომელთაც, WHO-ს გენერალურ დირექტორთან კონსულტაციით, IPPR-ის თანათავმჯდომარეები შეარჩევენ.
ვინაიდან, საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოსა (EB) და WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედ კომიტეტში (SCRC) წევრობის ვადა ამოეწურა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს კანდიდატურის წარდგენა პანდემიისთვის მზადყოფნისა
და რეაგირების შესახებ დამოუკიდებელ პანელში.
აქვე, გაცნობებთ, რომ კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 3 აგვისტო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გიგზავნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წერილს IPPR-ის წევრობის პირობების თაობაზე და გთხოვთ, განიხილოთ IPPR-ში საქართველოს კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა.
სს,
ნინო
Nino Kovziridze