From : Tengiz Verulava <tengiz.verulava@gmail.com>
To : tgabunia@moh.gov.ge
Subject : tengiz verulava
Cc : kgoginashvili@moh.gov.ge
Received On : 03.03.2019 17:50

ქალბატონო თამარ, გამარჯობა,

კიდევ ერთხელ გილოცავთ წინსვლას! დარმუნებული ვარ თქვენს მომავალ გამარჯვებებში.

მინდა ერთი საკითხის გარშემო შეგაწუხოთ.

რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო გრანტი მოვიპოვე.  პროექტის სათაურია: „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში (საქართველოს მაგალითზე)“

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს კომპლექსურად შეისწავლოს პირველადი ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, გამოვლინდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების პრობლემები და მისი გადაჭრის მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამშრომლობა კანადის ჯანმრთელობის ინფორმაციის ინსტიტუტთან,  ლა ტრობეს უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ პირველადი ჯანდაცვის სისტემის კვლევებთან დაკავშირებით. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი.

ამ ეტაპზე დავამუშავეთ კანადის ჯანმრთელობის ინფორმაციის ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული პირველადი ჯანდაცვის შეფასების ინდიკატორები (51 ინდიკატორი).

პროექტის უფრო ეფექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით მინდა რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ

როდის შეიძლება თქვენთან შეხვედრა რომ დაიგეგმოს

პატივისცემით
თენგიზ ვერულავა

--