| From : | Ana Gorgisheli <agorgisheli@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | evexs |
| Received On : | 14.06.2019 13:06 |
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 13 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარდა პერინატალური აუდიტის სხდომა, სადაც განხილიულ იქნა სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში“- მომხდარი მკვდრადშობადობის შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაცია (ისტორია N165, პაციენტი სოფია სალია პ/ნ 62005026360 , ინრანატალური გარდაცვალება).
სხდომაზე დასასწრებად, 2019 წლის 11 ივნისს წერილობითი შეტყობინებით მოწვეულნი იყვნენ სამედიცინო დაწესებულების ექიმები, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ქეისის მართვაში, მენეჯმენტის წარმომადგენლები და სამედიცინო კორპორაცია ევექსის მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ ანთელავა.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პერინატალური აუდიტის სხდომას დაესწრნენ მხოლოდ ექიმები ბესიკ შაკაია და დოდო ქირია, რამაც სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია პერინატალური აუდიტის წევრებს შორის (მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ზაზა ბოხუა, ჯანდაცვის დეპარტამენის უფროსი ქალბატონი მარინა დარახველიძე, ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი თენგიზ ასათიანი, ექსპერტი მამუკა ნემსაძე და პერინატალური აუდიტის ჯგუფის წევრები ანა გორგიშელი და ვერა ბაზიარი).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენდა აუდიტის სხდომაზე აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის წარმომადგენლისა და სამედიცინო კორპორაცია ევექსის მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის დასწრება.
გთხოვთ, დედათა და ბავშვთა საბჭოს სამდივნოს წერილობით აცნობოთ რატომ არ ესწრებოდნენ პერინატალური აუდიტის სხდომას სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის წარმომადგენლები და სამედიცინო კორპორაცია ევექსის მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
პატივისცემით,