კიდევ ერთხელ მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 23 აპრილს, გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი ვირტუალური სესია წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების/სამინისტროს წარმომადგენლებისა და ჟენევაში აკრედიტებული მისიების დონეზე.
გამართულ სესიაზე განხილულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეის ჩატარების საკითხი. WHO-ს სამდივნოსა და წევრი ქვეყნების მოსაზრებით ასამბლეის მთავარი საკითხი კოვიდ19-ის გლობალური პანდემია და მასზე რეაგირების გზები იქნება. აღნიშნული ინიციატივა კვლავ განხილვის
პროცესშია და ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან შეთანხმებით დამტკიცდება.
რაც შეეხება სესიის მთავარ ნაწილს, კოვიდ19-ზე რეაგირების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაციები გაკეთდა სამხრეთ აფრიკის, ირანის, ჩილეს, შვედეთის, ინდოეთისა და ფიჯის ჯანდაცვის მინისტრების მიერ. პრეზენტაციები განთავსებულია ბმულზე:
https://apps.who.int/gb/COVID-19/
რეგულარულ შეხვედრებზე თითეული რეგიონული ჯგუფიდან მხოლოდ ერთ ქვეყანას ეძლევა ვირუსთან ბრძოლის კუთხით მიღებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. თითოეული ქვეყნის პრეზენტაციისთვის განსაზღვრულია 8-10 წუთი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მორიგ სესიებზე საქართველოს მონაწილეობის მიზნით, გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი მზადყოფნის შესახებ პრეზენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით. აქვე, გაცნობებთ, რომ მორიგი რეგულარული სესია დაგეგმილია მ.წ. 30 აპრილს.
სს,
Nino
Kovziridze
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street