From : Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : WHO-ს ვირტუალური საინფორმაციო სესია კორონავირუსთან დაკავშირებით
Cc : Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>
Received On : 31.03.2020 08:10
Attachments :

მოგესალმებით, 

გაცნობებთ, რომ მ.წ. 27 მარტს გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირტუალური საინფორმაციო სესია კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, ექსპერტები და ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. 

 

სესია გაიხსნა WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიეუსის მისასალმებელი სიტყვით, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. ჩინეთის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკისა და სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრებმა გააკეთეს პრეზენტაციები ვირუსთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ზომებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს „შეკავების სტრატეგიის“, ადრეული რეაგირების, მასობრივი ტესტირების, კლასტერების იდენტიფიკაციისა და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობას. სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გატარებულ ზომებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ პასუხისმგებლობას, ხოლო კორეის ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადრეული იდენტიფიკაციის პროცესში პაციენტთა სიმწვავის მიხედვით კატეგორიზაციის მნიშვნელობაზე (სამედიცინო დაწესებულებებში დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით).

სესიაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დმიტრი კოსტენნიკოვმა, რომელმაც ისაუბრა ქვეყნის მიერ პარტნიორი ქვეყნებისთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე. აღნიშნა, რომ სამედიცინო მოწყობილობებით დატვირთული 15 თვითმფრინავი გაიგზავნა 9 ქვეყანაში (სირიაში, ირანში, ევრაზიული კავშირისა და დსთ-ს წევრ ქვეყნებში).

სესიაზე დისკუსია წარიმართა წევრი ქვეყნებისთვის WHO-ს ტექნიკური დახმარების წვდომის აუცილებლობაზე, ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ვაქცინის შექმნის პროცესზე. ევროკავშირის მხარემ ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საჭირო სამედიცინო მოწყობილობების სიის შექმნის აუცილებლობას.

WHO-ს წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ ორგანიზაციას მომზადებული აქვს ე.წ. 
​"Disease Commodity Package", რაც უმარტივებს წევრ ქვეყნებს საჭირო სამედიცინო მოწყობილობების განსაზღვრას (მომზადებული პაკეტი იხ. დანართში). ვაქცინის შექმნის პროცესზე ისაუბრა WHO-ს მთავარმა მეცნიერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესი ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზეა (ცდები ადამიანების ერთ ჯგუფზე განხორციელდება აშშ-ში, ხოლო მეორე ჯგუფზე ჩინეთში) და 1.5-2 წელი მაინც იქნება საჭირო  ვაქცინის შესაქმნელად.

რაც შეეხება წევრი ქვეყნების დახმარებას და ჰუმანიტარულ სატრანსპორტო დერეფნებს, WHO-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ექსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა სამედიცინო მოწყობილობების წარმოებაზეც. მიმდინარეობს მუშაობა როგორც ინდუსტრიულ ქსელებთან, ასევე იგეგმება ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაც. აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციები წევრ ქვეყნებთან კვლავ ვირტუალურად გაგრძელდება.

​აქვე, გიგზავნით ჩინეთის, კორეის, სინგაპურისა და იაპონიის ჯანდაცვის მინისტრების მიერ გაკეთებულ პრეზენტაციებს.

საუკეთესო სურვილებით,

Nino Kovziridze
Attaché
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia                                                    
4, Shio Chitadze Street​​