From : Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : WHO - urgent
Cc : Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>
Received On : 23.06.2020 12:26
Attachments :

მოგესალმებით, 

გაცნობებთ, რომ მ.წ. 18 ივნისს გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საინფორმაციო შეხვედრა კოვიდ19-თან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიეუსი, WHO-ს ექსპერტები ვაქცინის თემაზე და წევრი ქვეყნების მისიების წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე კოვიდ19-თან ბრძოლის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზენტაციები გააკეთეს კამბოჯის, ბულგარეთის, მიანმარის, პაკისტანის, მიანმარის, ზამბიისა და კოლუმბიის ჯანდაცვის მინისტრებმა.

 აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მედიკამენტებსა და ჯანდაცვის პროდუქტებზე წვდომის საკითხებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, მარიაჯელა სიმამ წარმოადგინა ინიციატივა WHO-ს მიერ კოვიდ19-ის ინსტრუმენტებისთვის საჭირო რესურსების განაწილების სისტემის (Global Allocation Framework) შექმნის შესახებ. 

WHO-ს თანახმად, რესურსების განაწილების სისტემის ფუნქცია კოვიდ19-ის კონტროლისა და სამომავლოდ შექმნილი ვაქცინის დროული და თანასწორი მიწოდების ხელშეწყობა იქნება. აღნიშნული სისტემის მიზანს სიკვდილიანობის შემცირება და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება წარმოადგენს. სისტემის ფარგლებში შემუშავდება პრინციპები, რომლის თანახმადაც განისაზღვრება ვაქცინის სპეციფიკა (თუ რომელი სამიზნე ჯგუფისთვის რომელი ვაქცინაა ეფექტიანი), ვაქცინის მიწოდების ვადები და ვაქცინის რაოდენობა.

რესურსების განაწილების სისტემის მიხედვით, ვაქცინა პრიორიტეტების შესაბამისად განაწილდება სამი რისკ ჯგუფისთვის: მედპერსონალი, 65 წელს ზემოთ პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება, ვაქცინის მიწოდების გეოგრაფიას და ვადას ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე და მისი მოწყვლადობა განსაზღვრავს. გავრცელების საფრთხე კი ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით განისაზღვრება. 

WHO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სისტემა იქნება მოქნილი, გამჭვირვალე და რესურსების განაწილება მოხდება ქვეყნისა და ვაქცინის სპეფიციკის გათვალისწინებით. რაც შეეხება განაწილების მეთოდს, განიხილება სამი ვარიანტი: პირველი-ქვეყნების მიერ ინდივიდუალური თანამშრომლობა ვაქცინის მწარმოებლებთან, მეორე-რეგიონული ჯგუფების თანამშრომლობა მწარმოებლებთან და მესამე-ვაქცინაზე წვდომის გლობალური მექანიზმი, რომელსაც ნებისმიერი წევრი ქვეყანა შეიძლება შეუერთდეს და ისარგებლოს ვაქცინაზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობით. 

გლობალური მექანიზმი ღია იქნება, მათ  შორის, იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებთაც ეროვნულ დონეზე უკვე დაწყებული აქვთ ორმხრივი თანამშრომლობა ვაქცინის მწარმოებლებთან. ვინაიდან ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რთულია გლობალური მექანიზმის პირობების კონკრეტულად განსაზღვრა. წარმოდგენილ ინიციატივაზე წევრი ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს/შენიშვნებს WHO შეაჯერებს და საბოლოო ვერსიას მ.წ. ივლისის თვეში წარადგენს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, გიგზავნით პრეზენტაციას რესურსების განაწილების სისტემის შესახებ და გთხოვთ, მ.წ. 24 ივნისამდე გვაცნობოთ თქვენი შეკითხვები/მოსაზრებები WHO-ს ინიციატივასთან დაკავშირებით. ​

სს, 

Nino Kovziridze

Attaché
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia                                                    
4, Shio Chitadze Street​​​​​​​​​​​​​​​​​