| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | UNFPA |
| Received On : | 24.08.2020 17:06 |
ქეთი , ამას ვაგზავნი თ გინდა რამის დამატება, ფლიზ.
მადლობა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადდა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები და ამ სტანდატების მონიტორინგის ინსტრუმენტი. ახალი სტანდარტით დატრენინგდება პანსიონატების და სათემო ორგანიზაციების პერსონალი, რათა კოვიდ-19 მეორე ტალღის შემთხვევაში 24 საათიანი დაწესებულებები იყვნენ სრულ მზადყოფნაში.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, სახელმწიფო ფონდის მიერ, ქალთა მიმართ ძალადობაზე/ოჯახში ძალადობაზე ჯანდაცვის სისტემის რეაგირების გასაუმჯობესებლად, 2016 წლიდან 2020 წლამდე ახორციელებდა პროგრამას „ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე“ (Healthcare Response to DV/GBV). პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ფონდმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სახელმძღვანელო მითითებები ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე.
შემუშავდა გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების ფორმები როგორც ამბულატორიისთვის, ასევე სტაციონალური ტიპის სამედიცინო დაწესებულებისათვის, რომელიც დამტკიცდა 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით, შემუშავდა „ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე“ სატრენინგო მოდული. აღნიშნული მოდულის შესაბამისად 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით 300-ზე მეტი ექიმი გადამზადდა თბილისსა და კახეთის რეგიონში ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობისა და რეფერალის საკითხებზე.