From : Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : UHC GoF briefing
Cc : Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>
Received On : 19.05.2020 08:12
Attachments :

კიდევ ერთხელ მოგესალმებით, 


როგორც იცით, 2020 წლის 15 მაისს გაიმართა საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანმრთელობის მეგობართა ჯგუფის ვირტუალური ბრიფინგი Covid-19-ის და საყოველთაო ჯანდაცვის თემაზე.


ბრიფინგს თანათავმჯდომარეოდნენ გაეროსთან იაპონიის მუდმივი წარმომადგენელი, იშიკანე კიმიჰირო, გაეროსთან ტაილანდის მუდმივი წარმომადგენელი, ვიტავას სრივიჰოკი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე. შხვედრის პანელისტები გახლდნენ - გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ტიჯანი მუჰამად-ბანდე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, ჟუჟანა იაკაბი და UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორი იყვნენ. 


გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ბატონმა ტიჯანი მუჰამად-ბანდემ თავის გახსნით სიტყვაში ხაზი გაუსვა COVID-19-თან ბრძოლის პირობებში საყოველთაო ჯანდაცვის როლს და COVID-19-ის კონტექსტში გაეროს გენერალური ასამბლეის საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ პოლიტიკური დეკლარაციით აღებული ვალდებულების შესრულების მნიშვნელობას.


ქალბატონმა ჰენრიეტა ფორმა დასაწყისში აღნიშნა, რომ საქართველომ და ტაილანდმა სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს პანდემიის წინააღმდეგ, ასევე მადლობა გადაუხადა იაპონიას, ბოლო პერიოდში, COVID-19-ზე რეაგირების მიზნით UNICEF-ისთვის გამოყოფილი 83 მილიონის ოდენობის ფინანსური კონტრიბუციისთვის. მან ისაუბრა UNICEF-ის საქმიანობაზე ახალი კორონავირუსის პირობებში, მათ შორის ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევის მიმართულებით. 


ქალბატონმა ჟუჟანა იაკაბმა ისაუბრა COVID-19-ზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირებაზე და საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობაზე. მან ღნიშნა, რომ ეხლა როგორც არასდროს, საჭიროა მუშაობა UHC– ის სამი ძირითადი მექანიზმის გასაძლიერებლად ამ და მომავალ პანდემიებზე რეაგირებისთვის:

ჟუჟანა იაკაბმა, ასევე ყურადღება გაამახვილა WHO-ს სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმაზე (Strategic Preparedness and Response Plan (SPRP)) და გაერო-ს გლობალურ ჰუმანიტარული რეაგირების გეგმაზე (GHRS). 

პანელისტების პრეზენტაციების შემდეგ, გაიმართა დისკუსია წევრი ქვეყნების მონაწილეობით.

გიგზავნით პანელისტების გამოსვლის ტექსტებს.


შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://who-meeting.webex.com/who-meeting/ldr.php?RCID=edb785c727f6dc292cd7e43605797e68 

 

 

სს, ​

ნინო