From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Subject : StrategicPurchasingofHospitalServices
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 05.01.2020 09:14
Attachments :

ბატონო გია

 

მინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ ჰოსპიტალური სექტორის დაგეგმვის მიზნით მიმდინარე სამუშაო პროცესთან დაკვაშირებით, რაც პოლიტიკის დეპარტამენტის/ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს პრიორიტეტული დავალებაა მიმდინარე ეტაპზე. როგორც მოგეხსენებათ ეს გულისხმობს ჰოსპიტალური სერვისებისთვის სტრატეგიული შესყიდვის მოდელზე შეთანხმებას. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოში ქ-ნი ქეთევან გოგინაშვილი მუშაობს ამ საკითხზე.

დანართის სახით გიგზავნით უახლეს დამუშავებულ ფაილებს, რომელიც მიუთითებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან დაწესებულებებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე თანდართულია 2 სცენარი პერსონალის გადანაწილების- (1) მიუთითებს რა რაოდენობა თანამშორმლების მოხვდება შერჩევის მიღმა თუ არ დავაწესებს პერსონალის სტანდარტებს საწოლების მიხედვით და (2) რა მოხდება თუ არსებულ არათნაბარ გადანაწილებას უბრალოდ გავათანაბრებთ, როგორც ექიმებისთვის, ასევე ექთნებისთვის.

პერსონალის სტანდარტების დადგენას სჭირდება უფრო ჩაღრმავებული ანალიზი, რათა ზუსტად ვიცოდეთ ამ პოზიციებზე რამდენი ფიზიკური პირი მუშაობს. პასპორტიზაციის მონაცემების განახლების მოთხოვნამ გამოიღო ის შედეგი რომ ჯამურად დავინახეთ შემდეგი (ზუსტად არ ემთხვევა ჩვენს საწყის მონაცემს, რომელიც ჰოსპიტლების ინვენტარიზაციის საფუძველზე გვაქვს).

1.      17830ც უნიკალური პირადი ნომერი

2.      7600ც სხვა დაწესებულებასთან საერთო პირადი ნომერი

ეს მიუთითებს, რომ უმუშევრობის რისკი თანამშრომლების დიდი ნაწილს არ ემუქრება, რადგან სხვაგადაც არიან დასაქმებულები მაგრამ მეტი სიზუსტისთვის, ვფიქრობ კარგი იქნება დამატებით მოვითხოვოთ პროფილის მიხედვით დასაქმებული ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სახელობითი ნუსხა პირადი ნომრებით, რათა შევძლოთ გაორებების ანალიზი.

კარგი იქნება ეს თემა ხვალვე გავიაროთ და შევთანხმდეთ სამომავლო ნაბიჯებზე.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0