From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Maia maglakelidze-khomeriki <Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge>
Subject : SSA Strengthening Plan
Cc : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge; tabazadze@ssa.gov.ge
Received On : 17.03.2019 14:27
Attachments :

ძვირფასო მაია და ქეთი

გიგზავნით SSA-ის რეორგანიზაციის დოკუმენტებს გარკვეული კომენტარებით და ცვლილებებით:

1. სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტში შევიტანე რედაქციული და მცირედი სტრუქტურული ცვლილებები, შეგიძლიათ შეადაროთ ვორდის "compare" ფუნქციით. ზოგიერთი დებულება მეტ განმარტებას საჭიროებს. იხილეთ კომენტარები. კონსულტანტებთან გაგზავნამდე კარგი იქნება ამ საკითხების დაზუსტება.
2. ახალი და არსებული სტრუქტურის და გარდამავალი პერიოდის აქტივობების გვერდები გაერთიანებულია ერთი ექსელის ფაილში. მაიას მიერ მომზადებულ გარდამავალი პერიოდის ღონისძიებების ცხრილს დავამატე ერთი სვეტი-აქტივობების დეტალიზაციისთვის. ეს მოიცავს საჭირო საკანონმდებლო უზრუნველყოფას, ტრენინგს, საინფორმაციო სისტემების გამართვას. ვადები და ეტაპები ვთარგმნე, მაგრამ არ შემიცვლია. შესაძლოა პერსონალის შერჩევას, პროცედურების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მეტი დრო დასჭირდეს.   

(3) ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ მისაღებია ახალი სტრუქტურის ნერატივიც. თუმცა, შემდგომში ვფიქრობ მოგვიწევს საკვალიფიკაციო მოთხოვნების კიდევ მეტად ჩაშლა/დაზუსტება. 

ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან სულ ეს არის. 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია