მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 12-13 ოქტომბერს, ყვარლის იუსტიციის
სასწავლო ცენტრში გაიმართება გასვლითი სამუშაო შეხვედრა წამებასთან ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვის მიზნით.
დანართად გეგზავნებათ სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი. სამუშაო
შეხვედრის დღის წესრიგი მოგეწოდებათ მოგვიანებით.
გთხოვთ, დღის ბოლომდე დაადასტუროთ მეილის მიღება, ხოლო, 5
ოქტომბრამდე გვაცნობოთ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე. ასევე, გთხოვთ, გვაცნობოთ ტრანსპორტირების საჭიროების შესახებ.
კითხვების არსებობის თუ დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელს,
ანა ღვინჯილიას (599690609; aghvinjilia@justice.gov.ge).
პატივისცემით,
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა
და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ
მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს
სამდივნო