| From : | Maia Kajaia <maiko.kajaia@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: OSGF_for cov19 preparedness |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>; Geleishvili, Marika (CDC/DDPHSIS/CGH/DGHP) <ivu9@cdc.gov>; George Kamkamidze <georgekamkamidze@gmail.com>; vaxo kaloiani <vaxtang_kaloiani@yahoo.com>; Irma Khabazi <i.khabazi@osgf.ge>; Tata Sirbiladze <tataalfa@gmail.com> |
| Received On : | 26.03.2020 08:46 |
| Attachments : |
1. პრე-ტრაიჟისა და ტრიაჟის მნიშვნელობა და ტექნიკა
2. სტანდარტული უსაფრთხოების ზომები
3. საიზოლაციო ღონისძიებები
COVID-19-თან დაკავშირებით,
4. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - რაციონალური გამოყენება და ჩაცმა/გახდის ტექნიკა
5. ხელის ჰიგიენა
6. დასუფთავება და თეთრეულის მოვლა
COVID-19-ის მქონე პაციენტებში საჰაერო გზების და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მართვის ტრეინინგების თემატიკა:
1. ჰიპოქსემიის მართვა პაცინეტებში COVID-19-ით
2. არაინვაზიური და ინვაზიური ვენტილაციის ჩვენებები და მართვა
3. რესპირატორული მხარდაჭერა პაციენტებში COVID-19-ით
4.. ინტუბაციის ჩვენება და ტექნიკა
5. მწვავე რესპირატორული დისტრესის (ARDS) მართვა
6. სეპტიური შოკის მართვა
7. პოლიორგანული უკმარისობის მართვა
ტრეინინგების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით, პროექტის
შემდეგ ეტაპზე მოხდება პროექტში მონაწილე ჰოსპიტლებში კორონავირურული ინფექციის პრევენციისა
და კონტროლის პრაქტიკის მონიტორინგი და შეფასება.
როგორც წინა წერილში მოგახსენეთ ტრეინინგ მასალების მომზადებისას დავეყრდნობით ეროვნულ, WHO-ს და ევროპის ინტენსიური მედიცინის და ამერიკის კრიტიკული მედიცინის ასოციაციის სტანდარტებს, რეკომენდაციებს, პროტოკოლებს და გაიდლაინებს. მომზადებულ მასალებს გადმოგიგზავნით, რომ მივიღოთ სამინისტროსგან ეფრუვალი მათ გამოყენებაზე.
ტრეინინგების გარდა, პროექტის ფარგლებში შემუშავდება პროტოკოლები: 1) კრტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვის ძირითდი პრინციპები პაციენტებში COVID 19-ით და 2) პაციენტებში COVID -19-ით საჰაერო გზების მართვის და მძიმე სუნთქვის უკმარისობის მართვის პროტოკოლი.
ასევე, პროექტის ფარგლებში შეიქმნება კლინიკური მართვის ცენტრი, რომელიც რეალურ დროში, 24-საათიან რეჟიმში კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებს საჭიროებისამებრ დაეხმარება კონკრეტული კლინიკური ვითარების მართვაში.
აქვე მინდა გამოვეხმაურო თქვენს წინა წერილს და მოგახსენოთ, რომ ჩვენი ტრეინინგები არ ითვალისწინებს ცხელებიანი პაციენტის შეფასების, კლინიკური ტრიაჟის და რეფერალის ტრეინინგს. ასევე, კლინიკური მართვის ცენტრში ჩართული იქნებიან მხოლოდ კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები.
თუ კიდევ რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაგაინტერესებთ, შემიძლია მოგაწოდოთ.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით,
მაია ქაჯაია
ძვირფასო მაია
დიდი მადლობა წერილისთვის. ვიდრე წყაროებზე შევთანხმდებით მინდა გთხოვოთ კურსის მონახაზი სადაც მითითებული იქნება სამიზნე ჯგუფები, კურსის ამოცანები (დეტალურად რომელი კომპეტენციების განვითარებაზე იმუშავებთ) მოსალოდნელი შედეგები. ასევე შევთანხმდეთ რა სასწავლო მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. მხოლოდ თეორიული მასალის გაზიარება ეფექტური არ არის, ამიტომ მაქსიმალურად ინტერაქციის შესაძლებლობა უნდა შეიქმნას, რომ კოლეგებს ერთმანეთის აზრის შეუფერხებელი მოძიების საშუალება ქონდეთ, ავეწყოთ კლინიკური შემთხვევების გაზიარებისთვის.
ნახავდით ალბათ, მაგრამ დანართის სახით გიგზავნით კორონას მართვის გაიდლაინის ამჟამინდელ ვერსიას. ასევე მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია ინფექციის კონტროლის წესები სხვადასხვა სიტუაციებში.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Maia Kajaia [mailto:maiko.kajaia@gmail.com]
Sent: 25 March, 2020 13:01
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Cc: Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>; Geleishvili, Marika (CDC/DDPHSIS/CGH/DGHP) <ivu9@cdc.gov>; George Kamkamidze <georgekamkamidze@gmail.com>; vaxo kaloiani <vaxtang_kaloiani@yahoo.com>; Irma Khabazi <i.khabazi@osgf.ge>; Tata Sirbiladze <tataalfa@gmail.com>
Subject: OSGF_for cov19 preparedness
მოგესალმებით,
მინდა გაცნობოთ, რომ ჯანმრთელობის კვლევის კავშირი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტის "ჯანდაცვის მუშაკებში ცოდნის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება კორონავირუსული ინფექციის პრევენციის და კონტროლის შესახებ და COVID 19-ის მქონე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მართვის გაუმჯობესება" განხორციელებას, რომლის საწყისი ეტაპი მოიცავს სალექციო მასალების და პროტოკოლების შემუშავებას. პროექტის შემდგომ ეტაპზე კი მოხდება ჰოსპიტლების ონლაინ ტეინინგი ზემოთ აღნიშნული მასალების გამოყენებით.
სამუშაო ჯგუფის აზრით, უმჯობესია თუ ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარ შეგითანხმებთ წყაროებს და შემდგომ უკვე მასალას, რაც მომზადდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
ამ ეტაპზე გვინდა გაგიზიაროთ წყაროები, საიდანაც ვაპირებთ სალექციო მასალების და პროტოკოლების მომზადებას, რაზეც გვესაჭიროება თქვენი დასტური მუშაობის დასაწყებად:
1. ინფექციის კონტროლის ნაწილი დაეყრდნობა ჯანმოს რეკომენდაციებს, გაიდლაინებს და პროტოკოლებს;
2. კრიტიკული მედიცინის ნაწილი დაეყრდნობა ნაციონალურ პროტოკოლს, ევროპის ინტენსიური მედიცინის და ამერიკის კრიტიკული მედიცინის ასოციაციის სტანდარტებს.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ, მისაღებია თუ არა თქვენთვის ზემოთ ჩამოთვლილი წყაროები მასალების მოსამზადებლად.
წინასწარ დიდი მადლობა,
პატივისცემით,
მაია ქაჯაია
პროექტის ხელმძღვანელი
--
Maia Kajaia, MD, MS
Healh Research Union
8 Nutsubidze str, Tbilisi 0177, Georgia
Office: 995 32 214 44 47; Cell: 995 599 703 803