From : Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: Georgia TB financing overview
Cc : Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>
Received On : 11.06.2019 07:38
Attachments :

ქეთი,

დიდი მადლობა პასუხისთვის.

კიდევ ერთი დაზუსტება მინდა გთხოვო:

ამბულატორიული მომსახურების შიტზე არის ცვლადი: „ინსტრუმენტულ/ლაბორატორიული გამოკვლევები“, ხოლო სტაციონარული მომსახურებისთვის ცვლადი „გამოკვლევები“

შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს ორივესთვის ერთიდაიგივე ცვლადია, თუ სტაციონარულისთვის „გამოკვლევებში“ ინსტრუმენტულ/ლაბორატორიული გამოკვლევების გარდა კიდევ რამე დამატებით იგულისხმება? ჩემი ვარაუდით ერთიდაიგივე უნდა იყოს, თუმცა დასახელება რადგან სხვადასხვაა, მაინც მინდა რომ გადავამოწმო.

დიდი მადლობა წინასწარ

პატივისცემით

ქეთი

Ketevan Goguadze, MD
Business Development Director, Curatio International Foundation

3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 032 2 25 31 04   |   k.goguadze@curatio.com
www.curatiofoundation.org   |   www.healthsystemsglobal.org

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/0a6ed8cc-6927-4cf6-9acc-22a1b2fd401b.png   https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/e134cee6-3ed3-4fdc-9536-9a9cacb1a0e3.png   https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/f22b2a03-bb22-43fd-9712-8e8a573f5122.png   https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/e02f8857-ca63-497a-b229-6c836ab6b41d.png

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/27ba9dee-0c85-42b1-9faa-373319cf0593.png     https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/b0d42867-0346-4f06-93c5-e35af5e99715.png      https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/95fd98de-31c8-4575-8459-8229e93694c7.png

Curatio International Foundation hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation.
The Fifth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2018) takes place in Liverpool, UK, from 8 to 12 October 2018.

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/spacer.gif

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/spacer.gif

From: Ketevan Goginashvili
Date: Monday, June 10, 2019 at 8:29 PM
To: "g.gotsadze@curatio.com" , Tamar Gabunia
Cc: Ia Kamarauli , Keti Goguadze
Subject: Re: Georgia TB financing overview

გიორგი მოგესალმები

ერთიდაიმავე პაციენტს ერთი კოდი აქვს... როგორც სტაციონარში ისე პჯდ-ში. ეს საშუალებას მოგცემს თვალყური ადევნო პაციენტს ყველა დონეზე...

პატივისცემით

ქეთი

On Jun 9, 2019 at 22:02, <George Gotsadze> wrote:

ქეთი

უღრმესი ამდლობაა ამ ინფორმაციისა და დაზუსტებისთვის. ძალიან, ძალიან ინფორმატიულია და ბერვრ რამეს ხსნის.

ხვალ დილას ალბათ გნახავ შეხვედრაზე და დავაზუსტებ კიდევ რაღაც კითხვებს. ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს არის ის რომ პაციენტის კოდი ერთი და იგივეა როგორც ჰოსპიტალურ ასევე ამბულატორიულ ბაზაში, რომ ვნახოთ ერთი და იგივე პაცციენტის მკურნალობის ნაბიჯები

დანარჩენს ხვალ. მადლობთ დახმარებისთვის

George Gotsadze
President & CEO, Curatio International Foundation

3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 32 2 25 31 04   |   g.gotsadze@curatio.com
www.healthsystemsglobal.org   |   www.healthsystemsresearch.org

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/0a6ed8cc-6927-4cf6-9acc-22a1b2fd401b.png  https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/e134cee6-3ed3-4fdc-9536-9a9cacb1a0e3.png  https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/f22b2a03-bb22-43fd-9712-8e8a573f5122.png  https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/e02f8857-ca63-497a-b229-6c836ab6b41d.png

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/27ba9dee-0c85-42b1-9faa-373319cf0593.png    https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/b0d42867-0346-4f06-93c5-e35af5e99715.png     signature_149530672

Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation. The Sixth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2020) takes place in Dubai, UAE, from 8 to 12 November 2020.

From: Ketevan Goginashvili
Date: Sunday, June 9, 2019 at 3:36 PM
To: George Gotsadze
Cc: Tamar Gabunia , Ia Kamarauli
Subject: RE: Georgia TB financing overview

გიორგი მოგესალმები,

1.       გიგზავნი ხელოვნური კოდების განმარტების ფაილებს... (ბოდიში გამომრჩა, რომ გადმომეგზავნა).

2.       გავიარე ბაზები IT-თან, ვინც პირადი ნომრები უნიკალურ ნომრებად აქცია... მეთოდოლოგია მარტივია და სწორია. რაც შეეხება სტაციონარში ბევრჯერ მკურნალობის პრობლემას...

სტაციონარული შემთხვევების საწოლდღეების მიხედვით ანაზღაურების გამო (ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკური თერაპიული სტაციონარული მომსახურება და რთული სადიაგნოსტიკო მომსახურება, რომლის დროსაც აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და დამატებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები), ანგარიშგების ფორმებში პაციენტის რეგისტრაციის პრინციპი ასეთია: პაციენტი შესვლილას რეგისტრირდება და „მკურნალობის დაწყების თარიღის“ ველში რჩება ეს თარიღი პაციენტის გაწერამდე, რაც შეეხება „მკურნალობის დამთავრების თარიღის“ ველს, აქ ყოველი თვის ბოლოს იწერება იმ თვის ბოლო დღე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტი ნამდვილად გაეწერა (მიზეზი: დაწესებულებამ მიიღოს ანაზღაურება).

მაგალითად პაციენტი „44674“ არა 32-ჯერ იმყოფებოდა სტაციონარულ მკურნალობაზე არამედ ორჯერ 1) 2015 წლის 22 ოქტომბრიდან  - 2016 წლის 17 მარტამდე, 2)  2016 წლის 10 მაისიდან 2018 წლის 4 ივლისამდე.

მზად ვარ ყველა კითხვაზე გიპასუხო...

პატივისცემით, ქეთი

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Internally displaced Persons

from  Occupied Territories,

Labor, Health and Social Affairs

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984

From: Tamar Gabunia
Sent: 08 June, 2019 14:33
To: Ketevan Goginashvili
Cc: Ia Kamarauli
Subject: Fwd: Georgia TB financing overview

ქეთი და ია

შეგიძლიათ განმარტოთ ეს შეკითხვები

Sent from my Samsung Galaxy smartphone.

-------- Original message --------

From: George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>

Date: 6/8/19 2:16 PM (GMT+04:00)

To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>

Subject: Re: Georgia TB financing overview

თამუნა

კიდეევ ერთხლე დიდი მადლობა მონაცემთა ბაზისთვის. შევისწავლეთ დეტალურად და ნამდვილად საინტერესო ბაზა გამოვა. თუმცა ჩნდება 2 კითხვა, რომლის გარკვევაც გვინდა სანამ ბაზას გავაანალიზებთ

1.       რა არის “ხელოვნური კოდი” ვერ მივხვდით (თუმცა ამ დეტალებზე შენ არ უნდა გაწუხებდე) და

2.       ეჭვს იწვევს მეთოდი თუ როგორ გაამზადეს/გამოთვალეს “დაშიფრული პირადი N” თუ ეს პაციენტის პირადი ნომერია. რადგან მარტო თბილისის სტაციონარის ანალიზისას გამოდის რომ პაციენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ძალიან ბევრჯერ იმკურნალა ჰოსსპიტალში. მაგალითისთვის გიგზავნი ცხრილს (ეს ბაზზის მხოლოდ მცირედი ნაწილია) რაც გვაფირებინებს რომ ის ვინც ბაზა მოამზადა არ დაფიქრდა მიდგომაზე რომ ცალკული პაციენტის კოდი უნიკალურად შეენარჩუნებინა დაშიფვრის მერე. ამიტომ ალბათ სანამ ანალიზს დავიწყეებთ აუცილებელი იქნება ამ კოდების გასწორეება, რატა განმეორეეებითი შემთხვევების მკურნალობის შემთხვევები დავინახოთ და ასევე დავინახოთ ბაზაში კავშირი ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მკურნალობა-დიაგნოსცირებას შორის.

დაშიფრული პირადი N

2016

2017

2018

2019

ჩატარებული მკურნალობების რა-ბა

44674

12

12

8

32

18236

13

7

20

7844

7

12

19

14946

2

13

4

19

38889

1

14

3

18

2627

13

4

17

17687

11

6

17

51442

9

8

17

60434

3

7

7

17

5214

10

6

16

12239

14

2

16

25072

7

6

3

16

26262

9

7

16

32145

9

7

16

48544

4

8

3

15

54827

3

8

4

15

1790

13

1

14

4033

12

2

14

7955

5

9

14

3119

12

1

13

7508

6

7

13

8955

3

10

13

25121

10

3

13

26117

4

9

13

26505

10

3

13

3826

7

5

12

4799

8

4

12

5494

12

12

5651

4

8

12

5906

7

4

1

12

7831

3

9

12

8240

12

12

8299

3

6

3

12

12916

4

7

1

12

14366

8

4

12

15098

3

8

1

12

23080

6

6

12

24140

1

6

5

12

25274

2

10

12

32302

11

1

12

34060

4

7

1

12

38856

12

12

59837

11

1

12

მადლობთ დახმარებისთვის

George Gotsadze
President & CEO, Curatio International Foundation

3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 32 2 25 31 04   |   g.gotsadze@curatio.com
www.healthsystemsglobal.org   |   www.healthsystemsresearch.org

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/0a6ed8cc-6927-4cf6-9acc-22a1b2fd401b.png  https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/e134cee6-3ed3-4fdc-9536-9a9cacb1a0e3.png  https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/f22b2a03-bb22-43fd-9712-8e8a573f5122.png  https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/e02f8857-ca63-497a-b229-6c836ab6b41d.png

https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/27ba9dee-0c85-42b1-9faa-373319cf0593.png    https://gallery.mailchimp.com/ab941597d81bf8a59e91efd1f/images/b0d42867-0346-4f06-93c5-e35af5e99715.png     signature_1594834691

Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation. The Sixth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2020) takes place in Dubai, UAE, from 8 to 12 November 2020.

From: George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>
Date: Thursday, June 6, 2019 at 10:27 PM
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject: Re: Georgia TB financing overview

თამუნა დიდი მადლობა. კი მითხრეს მონაცემების შესახებ. ჯერ არ მინახავს. შევისწავლით და თუ კიდევ რამე დაგვჭირდა უფლება მომეცი დაგიბრუნდეთ.

პატივისცემით გიორგი

From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Thursday, June 6, 2019 9:07:57 PM
To: George Gotsadze; Keti Goguadze; Ia Kamarauli
Subject: Re: Georgia TB financing overview

Dear George

Just a quick note to let you  know that we handed over the requested TB data set to your staff member today. I hope you've received it safely.

With kind regards.

Tamuna

Sent from my Samsung Galaxy smartphone.

From: Tamar Gabunia
Sent: 28 May, 2019 15:33
To: 'George Gotsadze' <g.gotsadze@curatio.com>; Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com>
Cc: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ano Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com>; Natia Shengelia <n.shengelia@curatio.com>; Nata Gordeziani <n.gordeziani@curatio.com>; Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject: RE: Georgia TB financing overview

ბატონო გიორგი

დიდი მადლობა დეტალური განმარტებისთვის. დაგიკავშრდებით, როგორც კი მივიღებთ სააგენტოსგან საჭირო ინფორმაციას, სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში.

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

From: George Gotsadze [mailto:g.gotsadze@curatio.com]
Sent: 27 May, 2019 22:30
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com>
Cc: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ano Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com>; Natia Shengelia <n.shengelia@curatio.com>; Nata Gordeziani <n.gordeziani@curatio.com>; Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject: Re: Georgia TB financing overview

ქალბატონო თამარ

უღრმესი მადლობა ასეთი სწრაფი შემოხმიანებისთვისს.

ჩვენ გავამზადეთ ჰოსპიტალური შემთხვევებისთვის საჭირო “სავარაუდო” ველების ჩამონათვალი (იხილეთ თანდართული ფაილი), თუმცა არ გამოვრიცხავთ რომ რეალურად მონაცემთა ბაზა უფრო მდიდარი იყოს. ამ ველების ჩამონათვალი აგებულია შეტყობინებების მოდულზე რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო იყენებს. მიუხედავად იმის რომ ველების ჩამონათვალი შეიძლება არ იყოს სრულყოფილი, ალბათ სააგენტოს მიცემს წარმოდგენას თუ რა გამოადგება ჩვენს კვლევას.

აქვე გავითვალისწინეთ კონფიდენციალურობის საკითხები, რადგან ვთვლით რომ ეს სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია და მიტომ ვთავაზობთ შემდეგს (ეს მოწოდდებულია კომენტარების სვეტშჲ):

ა. მოხედს პიროვნების უნიკალური კოდის ანონიმიზაცია ისე რომ კოდის უნიკალურობა იყოს შენარჩუნებული მაგ. პიროვნეების კოდი გამრავლდეს ან 100-ზე ან 1000 ზე და მერე მიემატოს ნებისმიერი ციფრი 0-დან 9-მდე, ოღონდ ყვეელა ერთი და იგივე მამრავლზე გამრავლდეს და ყველას ერთი და იგივე ციფრი დაემატოს. და თუ რა რიცხვზე გაამრავლა და რა ციფრი მიუმატა მხოლოდ სააგენტოს ეცოდეინება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბაზაში დავიჭიროთ ადამიანი რმელმაც  შეიძლება რამოდენიმეჯერ იმკურნალა, რაც კვლევისთვის მნიშველოვანია.

ბ. ასევე ვთავაზობთ დაწესებულებების კოდების ანონიმიზაციას მსგავსი ან სსხვა მიდგომით, ოღონდ ისე რომ კოდის უნიკალურობის პრინციპი არ დაირღვეს.

შეგვიძლია იგივე მიდგომით მივუდგეეთ ნებისმიერ კოდს/ველს სადაც სააგენტო ჩათვლის რომ ველის იდენტიფიცირება კონფიდენციალურობის პრობლემის შემცველია, თუმცა (გამომდინარე დასმული ამოცანიდან) ჩვენთვის აუცილებელია მონაცემების და პაციენტების ანალიზი გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით და პაციენტების საცხოვრებელი სოფლის/ადგილის მიხედვით, რადგან პეციალისსტები ამობებნ რომ ხშირია ტუბერკულოზის ოჯახური გადაცემის შემთხვევები, თუმცა არ არსებობს რიცხვი თუ ეს შემთხვევების რა ნაწილს ეხება 10%-ს თუ 50%-ს.

აქვე გვინდა დაგარწმუნოთ რომ ეს მონაცემები კვლევაში ანონიმურად იქნება გამოყენებული და არცერთი დაწესებულების, პაციენტის და/ან ადამიანის იდენტიფიცირება არ მოხდება არც მკვლევარების მიერ და არც ანგარიშში.

ვისურვეებდით რომ თუ ამბულატორიული მკურნალობის ბაზაც ასევე მდიადარია მონაცემებით (რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით) ისიც მოგვაწოდონ, მაგრამ მანამდე ალბათ საჭირო იქნება ჩვენი მკვლევარების მეირ ბაზის შინაარსის (ველების დასახელების) გაცნობა.

მემგონი ამ ეტაპზე სულ ეს არის და მზად ვართ მოგაწოდოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია.

პატივისცემით,

George Gotsadze
President & CEO, Curatio International Foundation

3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 32 2 25 31 04   |   g.gotsadze@curatio.com
www.healthsystemsglobal.org   |   www.healthsystemsresearch.org

Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation. The Sixth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2020) takes place in Dubai, UAE, from 8 to 12 November 2020.

ძვირფასო გიორგი,

დიდი მადლობა პასუხისთვის. ძალიან კარგია, რომ მიმდინარე პროექტების ფარგლებში შესაძლებელი იქნება  უფრო ჩაღრმავებული ანალიზის შესრულება. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბაზის გაზიარებას. გავივლი კონსულტაციას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, თუმცა დამჭირდება დეტალების დაზუსტება. ამიტომ, თქვენგან დაველოდები მინიმალური ველების ჩამონათვალს.

მეც ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და უამრავ წარმატებას გისურვებთ!

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

ძვირფასო თამარ და კოლეგებო

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და სულ გამარჯვებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

რაც შეეხება მოწოდებულ კომენტარებს, უღრმესი მადლობა ასეთი დეტალური და შინაარსიანი კომენტარებისთვის. ჩვენი მიდგომა ასეთი იქნება:

1.      როგორც თქვენთვის ცნობილია, გეითსის ფონდის დაფინანსებით და ლონდონის უნივერსიტეტის დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს კველვის ველი რომელიც შერჩეული დაწესებულებებიდან აგროვებს ინფორმაციას ტუბერკულოზური მომსახურების ხარჯების შესახებ. ველით რომ მონაცემთა შეგროვება ივნისის ბოლოს დასრულდება, და ივლისში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე უნდა შევძლოთ შემდეგ კითხვებს გავცეთ პასუხი:

a.      რა ჯდება ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური შემთხვევა (რათქმაუნდა მოხდება დეტალიზაცია დაავადებების ტიპების და გართულებების მიხედვით) და რამდენად ადეკვატურია სახელმწიფო დაფინანსება? ქმნის თუ არა ეს დაფინანსება ადეკვატური (ან არადეკვატური) ეკონომიკურ მოტივაციებს დაწესებულების თუ ექიმის/მედპესონალის დონეზე? რა სხვა პრობლემებს შეიძლება იწვევდეს არსებული დაფინანსების მექანიზმები?

b.      უკვე ჩატარებული კვლევების ფარგლებში ასევე გვაქვს ინფორმაცია პაციენტებისთვის სიტემურ ბარიერებზე, რომლის შემცირებას ნაწილობრივ RBF პილოტის ფარგლებში ვცდილობდით, თუმცა ამ სამუშაოს ფარგლებში მოხდება RBF-ის მიდგომების ინტეგრირება როგორც მომსახურების არსებული მიწოდების პორბლემების ნაწილში ისე სარეკომენდაციო ნაწილის შემუშავებისას.

2.      არსებული ჰოსპიტალური მკურნალობის პრაქტიკის შესაფასებალდ მნიშვნელოვანი იქნება თუ სამინისტრო დაგვეხმარება/გვიშუამდგომლებს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან რათა მოვიპოვოთ (ანონიმიზირებულ) ბოლო 3 წლის მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა ჰოსპიტალური შემთხვევა ცალკე ჩანაწერის სახით არის წარმოდგენილი. თანხმობის შემთხვევაში, მზად ვართ მოვამზადოთ იმ მინიმალური ველების ჩამონათვალი რომელიც დაგვჭირდება. ამ ბაზის ანალიზი საშუალებას მოგვცემს (ა) დავადგინოთ ჰოსპიტალური მკურნალობის დღეს არსებული პრაქტიკა არა აგრეგირებული, არამედ შემთხვევაზე დაფუძნებული ანალიზით და დაავადების თუ ჩარევის ცალკეული კოდისთვის; (ბ) შევადაროთ ეს პრაქტიკა ლიტერატურაში აღწერილ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას ან ჯანმო-ს რეკომენდაციებს/გაიდლაინებს და (გ) შევიმუშავოთ რეკომენაციების პროექტი, რომელსაც დასრულებამდე ერთობლივად განვიხილავთ.

რომ შევაჯამოთ: (ა) თქვენს მიერ კომენტირებული დოკუმენტის სამუშაო ვერსია განახლდება ივნის-ივლისის თვეში და გამდიდრდება მონაცემებით (ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული მონაცემებიც (თუ მოვიპოვეთ) ასევე მოახდენს ამ განახლების გამდიდრებას და რაც მთავარია (გ)აგვისტო-სექტემბრის თვეში დავგეგმავთ რამოდენიმე სამუშაო შეხვედრას სადაც ანალიზის წინასწარ შედეგებს და წინასწარ მოსაზრებებს განვიხილავთ თქვენთა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, ვიდრე ამას ყოველივეს საბოლოო დოკუმენტად და საბოლოო რეკომენდაციებად ჩამოვაყალიბებთ.

იმედს გამოვთქვამ რომ ამ გზით თქვენს ყველა კომენტარს და კითხვას, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად გაეცემა პასუხი და სამინისტრო მიიღებს უფრო მეტ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რომელთაც ერთობლივად შევიმუშავებთ ტეპ-ის და სამინისტროს კოლეგებთან.

ღრმა პატივისცემის გრძნობით

George Gotsadze
President & CEO, Curatio International Foundation

3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 32 2 25 31 04   |   g.gotsadze@curatio.com
www.healthsystemsglobal.org   |   www.healthsystemsresearch.org

Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation. The Sixth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2020) takes place in Dubai, UAE, from 8 to 12 November 2020.

ძვირფასო ქეთი და კოლეგებო

გასულ კვირას იამ და ქეთიმ გამიზიარეს ტუბერკულოზის სერვისების დაფინანსების მიმოხილვის დოკუმენტი. იას კომენტარების გარდა მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე დამატებითი კომენტარი.

1.      როგორც PAAC -ის შეხვედრაზეც ავღნიშნეთ მნიშვნელოვანია ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციები ასახავდეს ტუბერკულოზის „პაციენტზე ორიენტირებულ“ მოდელის დანერგვის ასპექტებს. ამ მოდელის ელემენტები აღწერილა მოქმედ გაიდლაინში და განახლებულ სტარტეგიაშიც. ყველაზე პრინციპულია ამბულატორიულ დონეზე ტბ სერვისების დაფინანსების ადეკვატურობა ხარჯების სტრუქტურის, მოცულობის და ანაზღურების მექანიზმების ჩათვლით. ეს მოიცავს როგორც პრევენციულ, ასევე დიაგნოსტიკურ, სამკურნალო და მხარდაჭერის სერვისებს. ამ წერილთან ერთად ვაგზავნი People center TB care model -ის კონცეფციას, რომელიც აქცენტს აკეთებს აუცილებელ სერვისებზე, რომელთა სრულად დაფინანსება დღეს არ ხდება და ამ გეფების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია. მაგ. DOT-ის შესრულება სამედიცინო დაწესებულების გარეთ მობილური გუნდების ან ვიდეო ტექნიოლოგიების დახმარებით; არასამთავრობო სექტორის მ.შ. ყოფილი პაციენტების როლი ხანგრძლივი მხარდაჭერის ნაწილში (ფინანსდება გლობალური ფონდის მიერ). კარგი იქნება მიმოხილვას დაემატოს ამჟამად გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინიციატივების ფინანსური ანალიზი. ყველა ეს ინიციატივა ამბულატორიულ დონეზე ტბ მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. მიმოხილვის ამ ვერსიაში პრევენციული და სათემო სერვისების დაფინანსება ნაკლებად არის მოცული.

2.      კრიტიკული საკითხი, რომელიც დიდი ხანია დგას არის კერძო პროვაიდერების მოტივირება (განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ამოიწურა ტბ სერვისების მიწოდების ვალდებულება), რაც იქნება გარანტია მათი შენარჩუნებისთვის ტბ პროგრამაში.  ესეც უკავშირდება, როგორც დაფინანსების მოცულობას, ასევე დაფინანსების და ანაზღაურების მექანიზმებს. ვფიქრობ საჭიროა ეს საკითხი მეტად გაიშალოს, როგორც მიმოხილვის, ასევე შემდგომ რეკომენდაციების ნაწილშიც.

3.      ჰოსპიტალური სერვისების ნაწილში სამინისტროსთვის, გადახდის მექანიზმების ადაკვატურობის შეფასებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შემდეგი შეკითხვების ანალიზი: იკვეთება თუ არა ამჟამად ჰოსპიტალური სიმძლავრის ჭარბი უტილიზაციის ნიშნები. რამდენად ადეკვატურია დაფინანსების მოცულობა საწოლდღეზე, რამდენად გამართლებულია დიფერენცირებული ტარიფები და განსხვავებული ანაზღაურება საწოლ დღეზე ერთი ტიპის ნოზოლოგიის სამკურნალოდ თბილისსა და სხვა რეგიონებში მდებარე ჰოსპიტლებში. იმედი მაქვს მოხერხდება საწყისი ანალიზის დოკუმენტში ამ შეკითხვების ასახვა.

ბოდიშს ვიხდი კომენტარების ფრაგმენტულად გაზიარებისთვის.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

From: Keti Goguadze [mailto:k.goguadze@curatio.com]
Sent: Tuesday, May 21, 2019 5:43 PM
To: Ketevan Goginashvili; Ia Kamarauli
Cc: George Gotsadze; Ano Akhvlediani; Natia Shengelia; Nata Gordeziani
Subject: Georgia TB financing overview

ქეთი და ია მოგესალმებით,

როგორც საქმის კურსში ხართ და როგორც გუშინდელი PAC-ის შეხვედრაზე მოხსენდა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან  (დკსჯეც) გაფორმებული ხელშეკერულების ფარგლბში, საერთაშორისო ფონდი კურაციო ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას „ტექნიკური დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“.

ამ პროექტის ერთ-ერთ მიმართულებას ტუბერკულოზის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების დაფინანსების ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

როგორც თამარ გაბუნიასთან პირველი შეხვედრისას გადაწყდა, სამინისტროს მხრიდან თქვენ ორი ადამიანი მოიაზრებით ამ კომპონენტზე ჩვენთთან აქტიურად სათანამშრომლოდ  წინასწარი კონსულტაციებისთვის, სანამ ჩვენს მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, მიდგომებს თუ შემოთავაზებებს/რეკომენდაციებს უფრო გაფართოებულ შეხვედრებზე/ეროვნულ კონსულტაციებზე წარვადგენთ.  

ამ კომპონენტის ფარგლებში 31 მაისისთვის დკსჯეც-თვის ჩასაბარებელ პროდუქტს ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სერვისების დაფინანსების მეთოდების მიმოხილვა წარმოადგენს. გიგზავნით ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ და არაუგვიანეს 27 მაისისა მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარები (თუ ასეთი გექნებათ), რათა 31 მაისამდე ჩვენ შევძლოთ თქვენი კომენტარების ასახვა დოკუმენტში.  

წინასწარ დიდი მადლობა

პატივისცემით,

ქეთი

Ketevan Goguadze, MD
Business Development Director, Curatio International Foundation

3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 032 2 25 31 04   |   
k.goguadze@curatio.com