მადლობა ქეთი,
აქვე გიგზავნი პრეზენტაციის ნიმუშებს. ყურადღება მიაქციეთ რომ პრეზენტაცია ეწყობა კითხვარში არსებული ინდიკატორის (ფერადი ცხრილი) მიხედვით. მე უკვე გადმოგიტანეთ სლაიდებზე ინდიკატორების სახელწოდებები.
აქცენტი კეთდება ძლიერ მხარეებზე და შემდეგ პრიორიტეტებზე, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს არსებულ ხარვეზებს. ბოლო სლაიდზე ინდიკატორების მიხედვით თქვენთვითონ უნდა განსაზღვროთ რა ქულას მიანიჭებდით. უბრალოდ გადმოგაქვს თითოეული ინდიკატორის ქვეშ რომელ ქულასაც შეესაბამება ჩვენი შესაძლებლობები 1-დან 5-მდე და ქულის შესაბამისი ინდიკატორიც.
თითოეულ თემას საშუალოდ დაეთმობა 1 საათი (მოხსენება+კითხვა-პასუხი).
ეროვნული კანონმებლობის მოხსენება იქნება პირველი, როგორც ჯანმო-მ გვითხრა, რადგან ეს იქნება შესავალი და უნდა მოიცავდეს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვი და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას. ინდიკატორებში კი აღნიშნული IHR implemetation, ვიცით რომ ცალკე ამ სახელწოდებით არ არსებობს დაფინანსება, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამები რომელიც ფარავს, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაშია IHR-თან. შეიძლება ვახსენოთ კანონის საზ. ჯანმრთელობის შესახებ შექმნა/გადახედვა და სხვა მსგავსი რეგულაციები რაც არსებობს, თქვენ უკეთ გეცოდინებათ რა თქმა უნდა. ეს ნაწილი ასევე მოიცავ დაფინანსების სქემებს ჯანდაცბის საგანგებო სიტუაციების დროს. Priority Area-ში უნდა აღინიშნოს ის ხარვეზები რომელიც არსებობს.
Human Resources ნაწილში რადგან ჯანდაცვის კადრების სტრატეგიას კიტხულობენ და ასეთი როგორც ვიცი არ გვაქვს, ალბათ უნდა აღინიშნოს საქაღტველოში უწყვეტი ან პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ, თუ მუშაობს რაიმე სტრატეგიაზე ამ მიმართულებით და ა.შ. საველე ეპიდემიოლოგიის ნაწილის შესახებ ინფორმაციას მე ჩავამატებ ერთ სლაიდზე, არ იქნება პრობლემა. ეს ნაწილი წესით ნათიამ უნდა იცოდეს კარგად.
გთხოვთ მომწეროთ იმ ადამიანთა ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია ვინც მოახსენებს და ვისაც საჭიროდ ჩათვლით რომ თქვენთან ერთად უნდა დაესწროს აღნიშნულ განხილვას.
თუ გირჩევნიათ ქართულ ენაზე მოხსენება, თარჯიმნის შესაძლებლობა იქნება. იმ შემთხვევაში თუ პრეზენტაციას ქართულ ენაზე მოამზადებთ, 31 მაისისთვის მაინც უნდა გამოგვიგზავნოთ რომ თარგმნა მოესწროს.
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში.
პატივისცემით,