ძვირფასო მზია,ძვირფასო კომიტეტის წევრებოდიდი მადლობა ასეთი სწრაფი რეაგირებისთვის და მოწოდებული რეკომენდაციებისთვის.ტექსტში არსებული კომენტარები სრულად იქნა გაზიარებული მზია,რაც შეეხება ცალკე ფაილად წარმოდგენილ მნიშვნელოვან საკითხებს, გვინდა აქვე შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ.კვლევის საკითხი როგორც Georgian Case Study მშვენიერი წინადადებაა და ვფიქრობ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ მისთვის დაფინანსების მოპოვებაზე, არ გამოვრიცხავთ რომ გლობალურმა ფონდმაც მოამზადოს რაიმე ხელსაწყოც ასეთი შეფასებისთვის, ხვალ არის რეგიონის წარმომადგენლების ერთობლივი ონლაინ შეხვედრა სადაც ქვეყნების გამოცდილებებზე იქნება საუბარი, ვეცდებით ეს წინადადემა გავაჟღეროთ.რაღაც დონეზე ამ საკითხს პასუხობს needs assessment რასაც ვგეგმავთ პროექტის ბენეფიციარების საჭიროებების სწრაფი შეფასებისთვის.გენდერული ძალადობის პრევენციაზე ამჟამად მიმდინარეობს პროექტი გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში, თანადგომაა კონტრაქტორი, სადაც არის შესაძლებლობა ამ საჭიროებების დაფიქსირების და სამოქმედო გეგმაში ასახვისთვის, ასევე კოორდინირებული მხარდაჭერის ორგანიზებისათვის. შემთხვევის მართვის კომპონენტის გაძლიერებაც შეიძლება ამ მიმართულებით იყოს გამოყენებული, რაც არის ჩვენს განაცხადში, რადგან როგორც წესი, ამ დროს ბენეფიციარებს კომპლექსური საჭიროებები უდგათ.სიგმა აპარატებისთვის მხარდაჭერასაც სრულად ვემხრობით, არ ვიცი რამდენად ცნობილია თქვენთვის, რომ რაც იტვირთება აპარატებში ძირითადად გლობალური ფონდის ფარგლებში შესყიდული პრევენციული საშუალებებია, კარანტინის დროს დავეხმარეთ ორგანიზაციას, რომ აპარატების შევსებისათვის გადაადგილების ნებართვის პრობლემა არ შექმნილიყო, რაც შეეხება ინვესტირებას, ამაზეც გვქონდა დათოსთან და ირმასთან საუბარი, საჭირო იქნება მათი ეფექტიანობის და უტილიზაციის დემონსტრირება რომ გლობალური ფონდის მხრიდან მოხდეს სამომავლო განაცხადში მათი საჭიროების კარგად დასაბუთება (მომავალ წელს იწერება ახალი განაცხადი), საინტერესოა კარანტინის დროს როგორი იყო მათი გამოყენება, სიამოვნებით შევხედავთ ამ მონაცემებს, რაც needs assessment ნაწილიც შეიძლება რომ გახდეს.პაციენტების ტრანსპორტირების ანაზღაურების საკითხი დავამატეთ თქვენი რეკომენდაციით,საერთოდ ვცდილობთ იყოს ზოგადი ინტერვენციები და თუ შეფასების პროცესში დამატებითი საჭიროებები გამოიკვეთა, იყოს შესაძლებლობა მათი ასახვის.PPE გათვალისწინებულია სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც და კლიენტებისთვის, OST კლინიკები სრულად სახ დაფინანსებაზე არიან და ამ მხრივ ვფიქრობთ რომ სხვა დონორების მხარდაჭერის ფარგლებში იქნება დაფარული, თუმცა, თუ შეიქმნა shortage, მოვახდენთ შესაბამის გადანაწილებას.კომიტეტის წევრებისგან ასევე მნიშვნელოვანი იქნება დახმარება Living Support -ის eligibility კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში, რაც პრინციპში უკვე გასაკეთებელია ამ კომპონენტის სწრაფად ამუშავებისათვის, თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, გთხოვთ გაგვიზიაროთ.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხადაჭერისთვის.პატივისცემითქეთიOn Sun, May 24, 2020 at 4:16 PM Mzia Tabatadze <mziatab@gmail.com> wrote:ძვირფასო კომიტეტის წევრებო,ძალიან დიდი მადლობა გუნდს, რომელმაც განაცხადი მოამზადა.ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევაა იდენტიფიცირებული და შესაბამისი ინტერვენციები მოთხოვნილი.წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს!წერილს თან ვურთავ განაცხადის დოკუმენტს, სადაც track change-ებში და კომენტარების სახით ჩემი მოსაზრებებია გაზიარებული.ვინაიდან დრო შეზღუდული იყო, ასევე ნაჩქარევად გავამზადე კომენტარების დოკუმენტი, რომელიც ასევე არის მიბმული. მაპატიეთ, თუ აკადემიურად ვერ ჩამოვწერე, და ზოგჯერ ქართულად ვწერე და ზოგჯერ ინგლისურად :). ვიფიქრე, რომ გადაუდებელ სიტუაციაში კონტენტი უფრო მნიშვნელოვანია და დროს გავუფრთხილდი.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განაცხადი მოამზადა და ან წვლილი შეიტანა მის მომზადებაში.ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი კომენტარებისგან დამოუკიდებლად, სრულიად მხარს ვუჭერ განაცხადს და იმედია, დაფინანსებას მივიღებთ.წარმატებებიპატივისცემით, მზიაMzia Tabatadze MD. MPH, PhDcConsultantTel: +995 591 409 504Skype: mziatabOn Thu, May 21, 2020 at 6:46 PM Tamar Zurashvili <tzurashvili@hotmail.com> wrote:კომიტეტის ძვირფასო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, გლობალური ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნებს ეძლევა შესაძლებლობა 31 მაისისთვის წარადგინონ განაცხადი დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით. დაფინანსების მოცულობა განსაზღვრულია დონორის მიერ და საქართველოსთვის შეადგენს 570 000 აშშ დოლარს. გლობალური ფონდის პროგრამების განმახორციელებელი გუნდის მიერ, დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადი, რომელიც წერილს თან ერთვის.
გთხოვთ, თქვენი კომენტარები და მოსაზრებები მოგვაწოდოთ არა უგვიანესს 25 მაისის 14:00 საათისა. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ განაცხადი შეთანხმებულად ჩაითვლება კომიტეტთან.
პატივისცემით,
თამარ ზურაშვილი
პოლიტიკის და ადვოკატირების სპეციალისტი