ძვირფასო კომიტეტის წევრებო,ძალიან დიდი მადლობა გუნდს, რომელმაც განაცხადი მოამზადა.ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევაა იდენტიფიცირებული და შესაბამისი ინტერვენციები მოთხოვნილი.წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს!წერილს თან ვურთავ განაცხადის დოკუმენტს, სადაც track change-ებში და კომენტარების სახით ჩემი მოსაზრებებია გაზიარებული.ვინაიდან დრო შეზღუდული იყო, ასევე ნაჩქარევად გავამზადე კომენტარების დოკუმენტი, რომელიც ასევე არის მიბმული. მაპატიეთ, თუ აკადემიურად ვერ ჩამოვწერე, და ზოგჯერ ქართულად ვწერე და ზოგჯერ ინგლისურად :). ვიფიქრე, რომ გადაუდებელ სიტუაციაში კონტენტი უფრო მნიშვნელოვანია და დროს გავუფრთხილდი.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განაცხადი მოამზადა და ან წვლილი შეიტანა მის მომზადებაში.ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი კომენტარებისგან დამოუკიდებლად, სრულიად მხარს ვუჭერ განაცხადს და იმედია, დაფინანსებას მივიღებთ.წარმატებებიპატივისცემით, მზიაMzia Tabatadze MD. MPH, PhDcConsultantTel: +995 591 409 504Skype: mziatabOn Thu, May 21, 2020 at 6:46 PM Tamar Zurashvili <tzurashvili@hotmail.com> wrote:კომიტეტის ძვირფასო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, გლობალური ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნებს ეძლევა შესაძლებლობა 31 მაისისთვის წარადგინონ განაცხადი დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით. დაფინანსების მოცულობა განსაზღვრულია დონორის მიერ და საქართველოსთვის შეადგენს 570 000 აშშ დოლარს. გლობალური ფონდის პროგრამების განმახორციელებელი გუნდის მიერ, დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადი, რომელიც წერილს თან ერთვის.
გთხოვთ, თქვენი კომენტარები და მოსაზრებები მოგვაწოდოთ არა უგვიანესს 25 მაისის 14:00 საათისა. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ განაცხადი შეთანხმებულად ჩაითვლება კომიტეტთან.
პატივისცემით,
თამარ ზურაშვილი
პოლიტიკის და ადვოკატირების სპეციალისტი