From : Levani Ratiani <levaniratiani@yahoo.com>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: COVID-19 - კლინიკური კონსულტაციები და კლინიკური აუდიტი
Received On : 25.09.2020 11:28
Attachments :

ქალბატონო ქეთი,

თქვენი 2020 წლის N 01/11619 წერილის პასუხად, გიგზავნით იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მონაწილეობა მიიღონ კლინიკური კონსულტაციებისა და კლინიკური აუდიტის პროცესში. იხილეთ დანართი.


პატივისცემით,

ლევან რატიანი


On Thursday, September 24, 2020, 1:21:39 PM GMT+1, Ketevan Goginashvili wrote:


ბატონო   ლევან,

ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს მობილიზებულ კლინიკებში კლინიკური კონსულტაციების და COVID-19-ის ცალკეული შემთხვევების კლინიკური აუდიტის ჩატარებას დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

კონსულტანტებისთვის/ექსპერტთათვის აუცილებელი მოთხოვნაა COVID-19-ის კლინიკური მართვის გამოცდილება, ასევე, პრაქტიკული მუშაობის და ექსპერტული გამოცდილება რომელიმე მითითებული მიმართულებით: შინაგანი მედიცინა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, ინფექციური სნეულებები, ეპიდემიოლოგია.

თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ პირთა სია და საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი; ელ ფოსტა; ტელეფონი), რომლებიც შეძლებენ კლინიკური კონსულტაციების და კლინიკური აუდიტის პროცესში მონაწილეობას (იხ. თანდართული წერილი)

პატივისცემით,

ქეთი გოგინაშვილი

577717984