თამუნა,
საღამო მშვიდობის და
კიდევ ერთხელ მინდა გაგამხნევო და გვერდში დგომა გამოვხატო როგორც ჩემი ასევე ორგანიზაციის სახელით.
გიორგის თხოვნით, გიზიარებ ჩვენს გათვლებს და
მოსაზრებებს COVID-19
ეპიდემიის პროგნოზზე და ჯანდაცვის სისტემაზე მოსალოდნელი დაწოლაზე.
ამ გათვლებში
ორ მნიშვნელოვან საკითხს/შეზღუდვას
გვსურს რომ ხაზი გავუსვათ:
- ამ გათვლებში გამოყენებული ინსტრუმენტს FluSurge2.0-ის (აშშ-ს CDC-ს ინსტრუმეენტია) სისტემური შეზღუდვები აქვს, რაც სრულად ვერ ასახავს COVID-19-ის ეპიდემიის სპეციფიურობას.
ეს შეზღუდვები ეხება შემდეგს:
- მოდელი მოსახლების მარტო სამ ასაკობრივ ჯგუფს უყურებს (ა) 0-19; (ბ) 20-65 და (გ) >65-ზე. და არ ითვალისწინებს ასაკობრივი-ჯგუფების სპეციფიურ სიკვდილობის მაჩვენებლებს
რაც ამ ეპიდემიისთვის განსხვავებულია ვიდრე პანდემიური გრიპისთვის. სავარაუდოდ ეს ყოველივე ამცირებს იმ პაციენტების პროგნოზულ რაოდენობას, რომელთაც ICU და ხელოვნური სუნთქვა დაჭირდებათ.
- ასევე მოდელი არ იძლევა საშუალებას მოდიფიკაცია გავუკეთოთ COVID-ის რეპროდუქციის მაჩვენებელს და რიგ სხვა პარამეტრებს რომელიც COVID-19-ს უფრო მაღალი აქვს პანდემიურ
გრიპთან შედარებით. მოდელის მათემატიკური ფორმულა არ გვაქვს, ამიტომ ვუშვებთ რომ მოდელი შეიძლება ამცირებდეს მოსალოდნელი ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობას და ამიტომ არასწორად აფასებდეს რისკს.
- როგორც გიორგი უკვე გესაუბრათ,
ჯანდაცვის სისტემაზე მოსალოდნელი დატვირთვის დასათვლელად
ამ მოდელში გამოყენებულია
(ა) საერთო საწოლების (ბ) ICU საწოლების და (გ) ვენტილატორების რაოდენობა, რომლებიც
ალბათ
ბუნებაში არსებობს საქართველოში,
მაგრამ ამდენი საწოლი
ვერ
გვექნება (საჭირო პერსონალით უზრუნველყოფილი) კონკრეტულ ცენტრებში.
- შესაბამისად თუ თქვენ მოგვაწვდით კონკრეტული ხუთი დაწესებულების (რომლების გამოყოფასაც აპირებთ
COVID-19 პაციენტებისთვის
ა) საერთო საწოლების,
(ბ) ICU საწოლების და (გ) ვენტილატორების რაოდენობას,
მაშინ საშუალება გვექნება უფრო ზუსტი გათვლები მოგაწოდოთ და უფრო სწორად შევაფასოთ ის რისკები, რაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წინაშე დგას.
ჩვენ
ასევე
მივმართეთ კოლეგებს მსოფლიოში რომ იქნებ უკეთესი ინსტრუმენტი/მოდელი მოგვაწოდონ რომლის ადაპტაცია/მორგება შესაძლებელი იქნება COVID-19-ზე. იმედია
უახლოეს დღეში რამეს ვიპოვით.
პატივისცემით,
ქეთი
|
Ketevan Goguadze, MD
Business Development Director, Curatio International Foundation
|
|
3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 032 2 25 31 04 | k.goguadze@curatio.com
www.curatiofoundation.org | www.healthsystemsglobal.org
|
|
|

|
|
|

|
|
|
Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully
dedicated to promoting health systems research and knowledge translation.
The Sixth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2020) takes place in Dubai, UAE, from 8 to 12 November 2020.
|