From : Nino Kvernadze <nkvernadze7@gmail.com>
To : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: 6 თვის პროგნოზი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; nata.godziashvili@gmail.com; Lia Tavadze <lika_md@yahoo.com>; Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge>
Received On : 17.06.2020 07:46

ლიკა მადლობა, 

ვფიქრობ რომ კარგი დასაბუთებაა და ინგლისურადაც დაგვჭირდება.

ასევე ბანკის თხოვნით პროექტის საოპერაციო დოკუმენტზე ამ ეტაპზე ტექნიკური შეხვედრის დანიშვნა უნდათ მხოლოდ შიდა თიმთან. ხვალ დღის მეორე ნახევარში რომ ჩავნიშნოთ გეცლებათ? ამ ლისტში ვინც არის იმის გარდა, ფინანსურ ნაწილზე აქვთ კითხვები და ვინმეს ხომ არ დაამატებდით? 

ბანკიდან მოვა ჯამშიდი და ნინო მოროშკინა. ასევე დაესწრება ჩვენი ფინანსური მენეჯერი




On Wed, Jun 17, 2020 at 11:09 AM Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> wrote:

ნინო, დილა მშვიდობის!

 

როგორც გუშინ შეხვედრზე შევთანხმდით, გიგზავნით ჩვენს განმარტებას პროგნოზებთან დაკავშირებით. რამდენად მისაღებია და საკმარისი იქნება თუ არა ბანკისთვის. ცვლილება შედის დადგენილებაში და მერე რომ გვეთქვა ეს ბანკისთვ ის ურიგო არ იქნებოდა, თუმცა რამდენადაც ვხვდები არ გვაქვს ამდენი დრო.

გადახედეთ და საჭიროების შემთხვევაში, შევცვლით და ინგლისურადაც მოგწერთ

 

კომპენსაციების გადახდის  6 თვის პროგნოზი

თვითდასაქმებულების რაოდენობა კომპენსაციის მიმღებ პირთა სარეგისტრაციო პორტალზე 12 ივნისის მონაცემებით შეადგენდა დაახლ. 132 ათას პირს. შემოსავლების სამსხურთან კონსულტაციის საფუძველზე, გვაქვს მოლოდინი რომ კომპენსაციის მიღების მსურველი თვითდასაქმებულების რაოდენობა რეგისტრაციის დასრულებამდე კიდევ გაიზრდება 171 ათასი პირით. თუმცა მათზე კომპენსაციის გადრიცხვა სრულად ვერ მოხერხდება ივნისის თვეში და გადაიწევს ივლისის თვეში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მაისის #286 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის რეგულაციების გათვალისწინებით. საპროგნოზო მონაცემებით ივნისის თვეში კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება 71 ათას თვითდასაქმებულზე, ხოლო ივლისის თვეში - 100 ათას თვითდასაქმებულზე. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია მთავრდება 2020 წლის 30 ივნისს, შესაბამისად აგვისტოს თვიდან 300 ლარიანი კომპენსაციების გაცემა აღარ მოხდება.

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობას, მაისის თვის კომპენსაციის გადარიცხვა განხორციელდა 90 775 პირზე. ზემოთ აღნიშნული #286 მთავრობის დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, გვაქვს მოლოდინი რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა ივნისის თვიდან გაიზრდება დაახლოებით 20%-ით, ხოლო სექტემბრის თვიდან კიდევ 20%-ით. ასევე დაგეგმილია ცვლილება, რომლის თანახმად 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის 6 თვიანი პერიოდის ათვლა აღარ მოხდება მხოლოდ აპრილის თვიდან, არამედ მიბმულია კონრეტული პირის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღზე და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ 6 თვიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება ნეომბრისა და დეკემბრის თვეში.

პროგნოზის მაჩვენებლები წამოდგენილია აშშ დოლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის იმ დღეს არსებული გაცვლითი კურსის გამოყენებით.

აქედან გამომდინარე საპროგნოზო მაჩვენებლები განაწილდა შემდეგნაირად:

ივნისი 2020

110 000 დასაქმებული, 200 ლარი კომპენსაცია, ჯამში 22 მლნ ლარი.

თვითდასაქმებულების რაოდენობა 71 ათასი პირი, 300 ლარი კომპენსაცია, 21 მლნ ლარი.

ჯამში 43 მლნ ლარი, 14 154 048  აშშ დოლარი, დამრგვალებულად -  14 200 000.

ივლისი 2020

110 000 დასაქმებული, 200 ლარი კომპენსაცია, ჯამში 22 მლნ ლარი.

თვითდასაქმებულების რაოდენობა 100 ათასი პირი, 300 ლარი კომპენსაცია, 30 მლნ ლარი.

ჯამში - 52 მლნ ლარი,  დარგვალებულად - 17 მლნ აშშ დოლარი.

აგვისტო 2020

110 000 დასაქმებული, 200 ლარი კომპენსაცია, ჯამში 22 მლნ ლარი.

დამრგვალებულად - 7. 2 მლნ აშშ დოლარი

 

სექტემებერი 2020

150 000 დასაქმებული, 200 ლარი კომპენსაცია, ჯამში 30 მლნ ლარი. დამრგვალებულად - 9.8 მლნ აშშ დოლარი.

ოქტომბერი 2020

150 000 დასაქმებული, 200 ლარი კომპენსაცია, ჯამში 30 მლნ ლარი. დამრგვალებულად - 9.8 მლნ აშშ დოლარი.

ნოემბერი 2020

150 000 დასაქმებული, 200 ლარი კომპენსაცია, ჯამში 30 მლნ ლარი. დამრგვალებულად - 9.8 მლნ აშშ დოლარი.

 

 

პატივისცემით   |   Respectfully

 

ლიკა  კლიმიაშვილი | Lika Klimiashvili

 

პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი |Head of Labour and Employment Policy and Collective Labour Disputes Division, Policy Department

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia 

 

აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia

 

ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1507)

მობ: |     Cell: +995 (595) 97 77 44

ელ. ფოსტა:| E-mail: lklimiashvili@moh.gov.ge

                                            www.moh.gov.ge

                                                                            

 

From: Nino Kvernadze <nkvernadze7@gmail.com>
Sent: 16 June, 2020 12:32
To: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; nata.godziashvili@gmail.com
Cc: Lia Tavadze <lika_md@yahoo.com>
Subject: 6
თვის პროგნოზი

 

 

სალამი

 

როგორც იცით ბანკში გაიგზავნა 6 თვის საპროგნოზო ფინანსური ანგარიში, რომელზეც მოვიდა კომენტარი, იხ. ქვემოთ. ასევე გიგზავნით ანგარიშს რაც ბოლოს გაიგზავნა ჩვენგან

გარდა ამისა, გიგზავნით პროექტის საოპერაციო სახემძღვანელოს PoM სადაც არის კითხვები სოციალურზე და დასაქმებაზე. ამ ნაწილის ბანკთან ერთად გავლა მოგვიწევს მიმდინარე კვირაში

გთავაზობთ დღეს შეხვედრას 16:40 ზე, მე-7 სართულის ბრიფინგის ოთახში

 

 

"I think it is not clear how budget for social assistance component of the project is estimated, client should provide some more clarity here. Forecast should include number of citizens eligible for receiving assistance (provided) multiplied by compensation amount. Amounts provided in ‘Component 2 calculation’ do not reconcile to 6M forecast document. In Component 2 calculations estimated budget is 66 million and in 6M forecast 89 million, plus in ‘Component 2 calculations’ amounts are spread evenly from May to October, in 6MForecast it is not. Also it is minor but it would be great if Client could provided in which current amounts are estimated, USD, EURO, GEL?  "