თამარ წულუკიძე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
0105, თბილისი, სანაპიროს ქ. 4
ტელ.: +995 (599) 56 51 15
კოლეგებო,
პირველ რიგში მადლობა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის.
შეხვედრის შედეგად გვაქვს კარგი შედეგები განსაკუთრებით სისტემის მომხმარებელთა სუბორდინაციისა და ინფორმაციის შეყვანის/დადასტურების მოდერაციასთან დაკავშირებით (ორი მნიშვნელოვანი საკითხი რაც განაპირობებს სისტემის გამოყენებითობას მომავლში). ვფიქრობთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაზე მივედით ორივე საკითხთან დაკავშირებით. როგორც შევთანხმდით, ბიზნეს ანალიზის დოკუმენტში სწორედ ამ მოდალობით იქნება პროცესები წარმოდგენილი.
აქვე, თხოვნის შესაბამისად, გიზიარებთ დღევანდელ პრეზენტაციას, სადაც ასევე წარმოდგენილია სისტემაში შესაქმნელი და სამუშაო შაბლონები (ექსელი დოკუმენტებად 24-ე, 25-ე და 27-ე სლაიდებზე), რომლებიც შეგიძლიათ დეტალურად გაიაროთ და კომენტარების/შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მოგვაწოდოთ შემდეგი კვირის ბოლომდე (24/01). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შაბლონები დაფუძნებულია პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მარეგულირებელ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტაციაზე. თუმცა, დამატებულია თითოეული სუბიექტისთვის უნიკალური და რიგითი მაიდენტიფიცირებლები (IDs), პოლიტიკის დოკუმენტებს შორის ჰორიზონტალური და ვერტიკალური კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით ელ-სისტემის ფარგლებში.
სამომავლო სამუშაო შეხვედრის საჭიროებასთან დაკავშირებით, თქვენგან მოწოდებული უკუკავშირის შესაბამისად, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
გიორგი
From: Giorgi Bobghiashvili
Sent: ორშაბათი,
იანვარი 6, 2020
წელი 9:02 PM
To: 'tamar.tsulukidze@yahoo.com'
Cc: Giorgi Sakhokia
Subject: 14/01
მოგესალმებით,
როგორც იცით პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს ერთიან ელექტრონულ სისტემაზე მუშაობა, რომელიც მთლიან პოლიტიკის ციკლის პროცესს სამთავრობო დონეზე ელექტრონულ სივრცეში მოაქცევს. ამ ეტაპზე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ბიზნეს პროცესების ანალიზის დოკუმენტზე, რომელიც მზადდება ელ-სისტემის კონცეფციის (რომელიც ადრე იქნა თქვენთან გაზიარებული) და განახლებული წესის/სახელმძღვანელოს საფუძველზე (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილება).
ბიზნეს პროცესების ანალიზის ეტაპზე, ბიზნეს ანალიტიკოსთან ერთად, გამოიკვეთა რამდენიმე ისეთი საკითხი, რომლებთან დაკავშირებითაც თქვენი ჩართულობა და რეკომენდაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ სისტემა იყოს რაც შეიძლება მომხმარებლებზე ორიენტირებული და კომფორტული გამოსაყენებლად. შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით (რომელიც ძირითადად შეეხება სისტემის მომხმარებლებს, მათ დაქვემდებარებებს, შინაარსის მოდერაციის პროცესებს და ა.შ.) ვმართავთ სამუშაო შეხვედრას სამშაბათს, 14 იანვარს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში და მოხდება ასევე სისტემის ძირითადი ფუნქციონალების პრეზენტაცია.
თქვენი, როგორც სხვადასხვა პოლიტიკის განხორციელების საკოორდინაციო მექანიზმების სამდივნოების და სისტემის მომავალი ძირითადი მომხმარებლების, ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ის გამოცდილება, საჭიროებები და შეხედულებები რაც ამ ეტაპზე გვაქვს. შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი წარმომადგენლების ჩართულობა შეხვედრაზე და დასწრება დაგვიდასტუროთ 10 იანვარს, პარასკევს, სამუშაო დღის ბოლომდე.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
|
Giorgi Bobghiashvili Policy Planning and Coordination Department M: +995 598423100 T: +995 322 2990900, 2014 |
|