| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; National Center for Disease Control and Public Health <ncdc@ncdc.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს მისია |
| Cc : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; n.mebonia@moh.gov.ge; n.kavtaradze@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.07.2019 15:57 |
| Attachments : |
ბატონო ზაზა, ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ 16-19 ივლისს თბილისში ჩამოდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისია კიბოს კონტროლის საკითხებზე, რომლის მიზანია საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მართვის თანამედროვე მიღწევებისა და გამოწვევების გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მისიის შემადგენლობაში შედის ოთხი ექსპერტი:
აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 ივლისს დილის 11:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები (პროგრამა თან ერთვის წერილს).
გთხოვთ, მობრძანდეთ, აქტიურად ჩაერთოთ დისკუსიაში და თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს.
მისიის წევრები 17 და 18 ივლისს სამუშაო შეხვედრებს გამართავენ კიბოს მართვაში ჩართულ სხვადასხვა ეროვნულ ექსპერტებთან და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში.
პატივისცემით,