From : Giorgi Gvenetadze <gvenetadze71@gmail.com>
To : Gela Chigoshvili <gchigoshvili@moh.gov.ge>
Subject : Re: შპს „მედჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე
Cc : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>
Received On : 06.08.2020 13:37

      მადლობა ბატონო გელა.
    როგორც მოგეხსენებათ, დღეს იწურებოდა მომრიგებელი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა. შესაბამისად, ვიდრე თქვენს პოზიციას მივიღებდით, მომრიგებელმა საბჭომ, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, ასევე სხვა კრედიტორების და აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიციის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მოვალის რეაბილიტაციის შესახებ, რაც უკვე წარდგენილია სასამართლოში.  
    ამიტომ, სამინისტროს პოზიციის განხილვა მომორგებელი საბჭოს მიერ ვეღარ მოხერხდება.
   ამასთან, როგორც თქვენთვის ცნობილია, მომრიგებელი საბჭოს  ხსენებული გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა განიხილოს კრედიტორთა კრებაზე, ასევე არჩეული უნდა იქნეს რეაბილიტაციის მმართველი და დამტკიცდეს რეაბილიტაციის გეგმა, რა დროსაც, სამინისტროს, როგორც კრედიტორს, ექნება საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.
   ასევე მოგეხსენებათ, რომ მოვალის რეაბილიტაციის დაწყების შემდეგაც, საამისო წინაპირობების არსებობისას,  ნებისმიერ დროს შესაძლებელია საწარმოს გაკოტრება კანონით დადგენილი წესით.

პატივისცემით,
გ. გვენეტაძე

ხუთ, 6 აგვ. 2020, 16:14-ში Gela Chigoshvili-მა <gchigoshvili@moh.gov.ge> დაწერა:

ბატონო გიორგი,

შპსმედჯორჯიასმიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანნმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი კრედიტორის, მხრიდან მომრიგებელი საბჭოსთვის პოზიციის წარდგენასთან დაკავშირებით, გაცნობებთ შემდეგს: აღნიშნულ საქმეში არსებული წარმოების მასალების (მათ შორის, შპსმედჯორჯიას აქტივების, პასივებისა და სხვა გარემოებების ამსახველი მასალები) გაცნობის შემდეგ, ჩვენი მოსაზრებით, სამინისტროს, როგორიც კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება უფრო მეტადაა შესაძლებელი გაკოტრების საქმის წარმოებით, რაც გულისხმობს საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობას, რომელიც ხორციელდებაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლო სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით. ამასთან, სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდება გაკოტრების პროცესის დასრულებისთანავე.

 

პატივისცემით,

 

Gela Chigoshvili

 

Ministry of Internally displaced persons from the occupied territories,

Labor, Health and Social

Affairs of Georgia

Legal Department

144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119

Mob: 98 40 77 57, E-mail: gchigoshvili@moh.gov.ge.

 

From: Giorgi Gvenetadze [mailto:gvenetadze71@gmail.com]
Sent: 29 July, 2020 15:19
To: Gela Chigoshvili
Subject:
შპსმედჯორჯიასგადახდისუუნარობის საქმე

 

   გამარჯობა ბატონო გელა,

 

   მე გახლავართ გიორგი გვენეტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიმდინარე, შპსმედჯორჯიას“  გადახდისუუნარობის საქმეში შექმნილი მომრიგებელი საბჭოს წევრი

     

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანნმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში აღიარებულია სასამართლოს მიერ არაუზრუნველყოფილ კრედიტორად, მე-6 რიგში, თანხით - 97 976 ლარი.

 

    გთხოვთ გვაცნობოთ სამინისტროს, როგორც კრედიტორის პოზიცია, მომრიგებელი საბჭოს მიერ მოვალის მიმართ მისაღები გადაწყვეტილების შესახებ (გაკოტრების საქმის დაწყება, რეაბილიტაციის პროცესის დაწყება, ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა).

 

  პატივისცემით,

  გიორგი გვენეტაძე

   ტელ. 593 334481