| From : | Elene Zhorzholadze <ezhorzholadze@parliament.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; l.sturua@ncdc.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Irma Khabazi <i.khabazi@osgf.ge>; KLIMIASHVILI, Rusudan <klimiashvilir@who.int>; DOMENTE, Silviu <domentes@who.int>; nino makhashvili <nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge> |
| Subject : | Re: ქ-ნი დევორა კესტელის მიმართვა ქოვიდსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (თარგმანი) |
| Received On : | 18.05.2020 09:23 |
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,
მოხარული ვარ, გაგიზიაროთ გაეროს გენერალური მდივნის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული ანალიტიკური შენიშვნების საკომუნიკაციო მასალა: COVID-19 და მოქმედების საჭიროება ფსიქიკურ ჯანმრთელობის სფეროში:
· პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული მოკლე ანალიტიკური დოკუმენტი - https://www.un.org/sites/un2.un.org/files/un_policy_brief-covid_and_mental_health_final.pdf
· გაეროს გენერალური მდივნის ვიდეო მიმართვა - https://youtu.be/XLJlqcFYfeM
· ჯანმო-ს (WHO) გენერალური დირექტორის ვიდეო მიმართვა - https://twitter.com/DrTedros/status/1260898292105449472?ref_src=twsrc%5Egoogle%7Ctwcamp%5Eserp%7Ctwgr%5Etweet
· გაეროს პრესრელიზი - https://news.un.org/en/story/2020/05/1063882
· ჯანმო-ს პრესრელიზი - https://www.who.int/news-room/detail/14-05-2020-substantial-investment-needed-to-avert-mental-health-crisis
· ჯანმო-ს მიერ ტვიტერზე დადებული პოსტები:
o https://twitter.com/WHO/status/1260916164143783937?s=20
o https://twitter.com/WHO/status/1260902802957664258?s=20
o https://twitter.com/DrTedros/status/1260898296094171136?s=20
o https://twitter.com/DrTedros/status/1260898294663954433?s=20
o https://twitter.com/DrTedros/status/1260898292105449472?s=20
მთავარი გზავნილები:
პრობლემა:
· COVID-19 შეიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული კრიზისის ნიშნებს.
· COVID-19 პანდემიამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა მთელი საზოგადოებების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამიტომ ეს წარმოადგენს პრიორიტეტულ ამოცანას, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.
· სავარაუდოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რაოდენობისა და სიმძიმის ხანგრძლივი, სწრაფი ზრდა.
· მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფები ავლენენ COVID-19-თან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დისტრესის მაღალ ხარისხს.
· არასტაბილურ ჰუმანიტარულ და კონფლიქტურ გარემოებებში მოხვედრილი ადამიანები საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების სრული იგნორირების რისკის წინაშე დადგნენ.
· პრობლემის მასშტაბის გამო, ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების დიდი უმრავლესობა უყურადღებოდ რჩება. რეაგირება მათზე რთულდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის, პრევენციისა და მასზე ზრუნვის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობით ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე.
სტრატეგიული მიმართულების გადანაცვლება (“ცვლილების თეორია”):
· ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში საჭიროებების ისტორიულად არასაკმარისი ინვესტირება დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს ასობით მილიონი ადამიანის განუზომელი ტანჯვის შერბილებისა და საზოგადოებისათვის გრძელვადიანი სოციალური და ეკონომკური ხარჯების შემცირების მიზნით.
სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადაწყვეტილება:
1. პრაქტიკულად გამოვიყენოთ "მთლიანი საზოგადოებრივი მიდგომა” (s whole-of-sociaty) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაცვისა და მასზე ზრუნვის მიზნით.
2. უზრუნველვყოთ საგანგებო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების ფართო ხელმისაწვდომობა.
3. ხელი შევუწყოთ COVID-19-საგან ჯანმრთელობის აღდგენას მომავლისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების შექმნის გზით.
დაბოლოს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახლა ჩვენ გვაქვს ჩვენი ვებგვერდი , სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ უკანასკნელი განახლებები ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და COVID-19-თან დაკავშირებით.
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.
იყავით უსაფრთხოდ.