From : Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: სელექციური აბორტი
Received On : 07.02.2020 16:02

დიდი მადლობა. 

ერთ-ერთ ანგარიშში ეს ინფორმაცია ვიპოვე: 

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმართულია სამედიცინო საზოგადოების ჩართულობის და ნაყოფის სქესის დადგენის ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების მნიშვნელობაზე ამ საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის. სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით, 2017 წლის ოქტომბერში გაიმართა დიალოგი სამედიცინო საზოგადოებასთან გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციაში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით. შეხვედრაზე გამართული დისკუსიისა და რეკომენდაციების შესაბამისად, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს ულტრასონოგრაფიული ასოციაციის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა ორსულობის პირველი ტრიმესტრის (14 კვირამდე) სტანდარტული ულტრასონოგრაფიული კვლევის ალგორითმი, სადაც მითითებულია, რომ ნაყოფის სასქესო ორგანოების შეფასება და სქესის დადგენა, უზუსტობის ალბათობის გამო, არ არის რეკომენდებული ორსულობის 14 კვირამდე.

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის საკითხზე სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2017-2018 წლებში სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ძალისხმევით შეიქმნა და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურა და საკომუნიკაციო სახელმძღვანელო სამედიცინო პროფესიონალებისთვის. შემუშავდა საინფორმაციო ბუკლეტი მომავალი მშობლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომელიც ნათლად განმარტავს ნაყოფის სქესის განსაზღვრის დაბალი სიზუსტის გამო ორსულობის 14 კვირამდე სქესის დადგენას."

ახლა თქვენი მოწოდებულით ჩავანაცვლებ. 

ბედნიერ უქმეებს გისურვებთ,
თინა



From: Ketevan Goginashvili
Sent: Friday, February 7, 2020 7:56 PM
To: Tinatin Ramishvili
Subject: სელექციური აბორტი